ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №246
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
1.,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება თ ანდართული ხელშეკრულების საფუძველზე 5 წლის ვადით გადაეცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს უშუალოდ თავისი ორგანოების ან/და თავის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილის წესით.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი
დანართი
ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის მაისს, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტსა და, მეორე მხრივ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს შორის.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. საქართველოს პრეზიდენტი 5 წლის ვადით ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზ ღ ვრულ უფლებამოსილებებს.
1.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს:
2.1.1.გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.1.2.გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.1.3.გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულებაზე ზედამხედველობა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტი ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეული
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №246
2011 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ
1. ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-10 პუნქტისა და 30-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის, გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილება თანდართული ხელშეკრულების საფუძველზე 5 წლის ვადით გადაეცეს ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს.
2. ქალაქ თბილისის თვითმმართველმა ერთეულმა ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილებები განახორციელოს უშუალოდ თავისი ორგანოების ან/და თავის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, კანონმდებლობით დადგენილის წესით.
3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ
. სააკაშვილიდანართი
ხელშეკრულება საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის დელეგირების შესახებ
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის მაისს, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტსა და, მეორე მხრივ, ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს შორის.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. საქართველოს პრეზიდენტი 5 წლის ვადით ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.
1.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებას.
2. მხარეთა უფლება-მოვალეობები
2.1. საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ თბილისის თვითმმართველ ერთეულს გადასცემს:
2.1.1. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.1.2. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.1.3. გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების უფლებამოსილებას.
2.2. ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების შესრულებაზე ზედამხედველობა განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტი
ქ.
თბილისის თვითმმართველი ერთეულიხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2012.
- როდის იქნა მიღებული „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“?
- „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ მიღებულია 10.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №246. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.08.002.016223.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.10.2012-დან.
- სად არის „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2012 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისათვის გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე განსახორციელებელი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“, №246, 10.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250000.08.002.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1323894/