იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას
მიღების თარიღი 11.05.2011
ძალაში შესვლა 16.05.2011
ძალის დაკარგვა 21.11.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.027.016125
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110512002, 13/05/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.10.2020
დოკუმენტის ტექსტი
იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPAcademi;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; mso-style-link:"abzaci_xml Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.abzacixmlChar {mso-style-name:"abzaci_xml Char"; mso-style-link:abzaci_xml; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; mso-style-link:"saxe_xml Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.saxexmlChar {mso-style-name:"saxe_xml Char"; mso-style-link:saxe_xml; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.85pt 53.85pt 53.85pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №56
2011 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. განისაზღვროს იმ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ჩამონათვალი (მათი გამომცემი/მიმღები ორგანოების მითითებით), რომლებიც არ საჭიროებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას:
1. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო:
ა) დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები/დროებითი რეგულირების წესები;
ბ) „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ” დებულება;
გ) „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
დ),,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) „სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისას სამედიცინო კლასიფიკატორების გამოყენების წესი“ ;
ბ) „იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველს“;
გ) „საექიმო სპეციალობათა, მომიჯნავე საექიმო სპეციალობათა და სუბსპეციალობების შესაბამისი სპეციალობების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“;
დ),,შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”.
3. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – სახმელეთო ტრანსპორტს მიკუთვნებულ საკითხებში:
სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, ასევე სამოქალაქო ავიაციის სფეროს ცალკეული ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი“:
„ლაბორატორიების და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების (სერტიფიკაციის ორგანოების) აკრედიტაციისადმი წესების, პროცედურების, ზოგადი მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო:
„სამშენებლო ნორმებისა და წესების „სეისმომედეგი მშენებლობა“ დამტკიცების შესახებ“.
6. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო:
ა) ენერგეტიკული ობიექტების, მოწყობილობებისა და დანადგარების მოწყობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის ნორმები და წესები;
ბ) „ელექტროენერგიის სიმძლავრის ბალანსების დამტკიცების შესახებ“;
გ) „ბუნებრივი გაზის ბალანსის დამტკიცების შესახებ“;
დ) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ე) „ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“.
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო:
ა) „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“;
ბ) „სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გირავნობის რეგისტრაციის, ნასამართლობის შესახებ ცნობისა და მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.“.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
ა) „საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) დამტკიცების თაობაზე“;
ბ) „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“;
გ),,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
დ),,ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთის ნორმებისა და მათი ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ე) ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ვ) ,,ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და გადახდების განხორციელების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
ზ) „საბიუჯეტო ორგანიზაციების სალაროს ორგანიზებისა და ოპერაციების წარმოების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“;
თ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ი) ,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“;
კ) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრების ფორმების დამტკიცების თაობაზე“;
ლ) „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“;
მ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული თავების და მუხლების გამოყენების შესახებ ინსტრუქციები.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო:
ა) „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
ბ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – პროფესიული კოლეჯების წესდებების დამტკიცების შესახებ“;
დ) „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
ე) „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
ვ) „მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის დამტკიცების შესახებ“;
ზ) „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
10. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო:
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.
11. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები:
„ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ ნორმატიული აქტები“.
12. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო:
ა) „მცენარის და ცხოველის ახალ ჯიშზე განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის მეთოდების დამტკიცების შესახებ“;
ბ) „საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“;
გ) „საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგის დამტკიცების თაობაზე“.
13. ბუნებრივი რესურსების სააგენტო:
„ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“.
14. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო:
ა) „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) „შესყიდვების ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
გ) „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
დ) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე;
ე) „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ“;
ვ) „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მოთოდოლოგიის შემუშავების შესახებ“;
ზ) „კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.
15. საქართველოს ეროვნული ბანკი:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „კომერციული ბანკების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტები.
16. დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია:
ა) „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“;
ბ) „ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“;
გ) „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“;
დ) „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
ე) „წყალმომარაგების ტარიფების დადგენის წესისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
ვ) „სამელიორაციო მომსახურების ტარიფების შესახებ“;
ზ) „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“;
თ) „ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის (აირის) დატაცების, ასევე სასმელი წყლის უკანონო მოხმარებისა და წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადებისა და იძულებით აღსრულების წესების დამტკიცების შესახებ“.
17. დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია:
ა) „მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების განსაზღვრისა და კონკურენტუნარიანობის ანალიზის მეთოდოლოგიური წესების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) „ავტორიზებული პირების მიერ ხარჯთაღრიცხვისა და დანახარჯების განცალკევებულად განაწილების მეთოდოლოგიური წესების“ დამტკიცების შესახებ“;
გ) „ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“;
დ) „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ე) „სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ვ) „ადგილობრივი მაუწყებლობის ზონალური დაყოფის შესახებ“;
ზ) „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ“;
თ) „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურების შესახებ“.
18. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი), შემდეგ საკითხებზე:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება;
გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება;
დ) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტების დამტკიცება (თვითმმართველი ქალაქისა და საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო);
ე) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო);
ვ) ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების ადგილების განსაზღვრა;
ზ) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გეგმის დამტკიცება (საქართველოს დედაქალაქის – თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო);
თ) დასახლების მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცება;
ი) დასახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცება;
კ) გეოგრაფიული ობიექტის სახელდება;
ლ) მრავალბინიან სახლებში ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცება;
მ) თვითმმართველ ერთეულში გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება;
ნ) საკრებულოს აპარატის შინაგანაწესის დამტკიცება;
ო) გამგეობის (მერიის) შინაგანაწესის დამტკიცება;
პ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;
ჟ) გამგეობის (მერიის) მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;
რ) თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოების დადგენა;
ს) თვითმმართველი ერთეულის საპატიო ჯილდოებისა და წოდებების შემოღებისა და მათი მინიჭების წესის დამტკიცება.
მუხლი 2🔗. ამ ბრძანების პირველი მუხლით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას არ საჭიროებენ, ნორმატიული აქტის გამომცემი (მიმღები) ორგანოების მიერ გამოცემული (მიღებული) ის ნორმატიული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება:
ა) თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები;
ბ) სოციალურ დაცვასა და მატერიალურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები;
გ) მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
დ) მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსები;
ე) შრომის შინაგანაწესი;
ვ) სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭების წესი;
ზ) უწყებრივი მედლების დამტკიცება და მათ გამოყენებასთან დაკავშირებული წესები;
თ) მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმელი და ატრიბუტიკა;
ი) სამსახურების ლოგოს, სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნის, ლუქის, ბეჭდის, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის ნიმუშები.
მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 16 მაისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თ. ბურჯალიანი