ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
დადგენილება №11
2011 წლის 18 მაისი
დ.ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის უზრუნველსაყოფად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის სიმბოლოები – გერბი და დროშა თანდართული დანართების შესაბამისად;
დადგენილება ძალაშია ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბი
გერბის ფარის ოქროს ველზე მოთავსებულია მცირე ფარი თანმხლები 8 მეწამული ჯვრით (3-2-3), მცირე ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია სამეფო ოქროს გვირგვინი, ხოლო მის ქვემოთ ერთმანეთზე ჯვარედინად დადებული ოქროს გრაგნილი და ოქროს კვერთხი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი – სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი – ,,ასპინძა”.
ასპინძის მუნიციპალიტეტის დროშა
დროშის ყვითელ ველზე ცენტრში მოთავსებულ მართკუთხედის მეწამულ ველზე გამოსახულია გაყოფილი სამეფო ოქროს გვირგვინი. მეწამულ მართკუთხედს გარშემო შემოყვება 8 მეწამული ჯვარი (3-2-3).
დროშის პროპორციაა 2:3.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“?
- „ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.05.2011. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.35.140.016014.
- სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ“, №11, 18.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.140.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1332224/