ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №84/ნ
2011 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ
,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 59-ე მუხლის 61 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დადგინდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპები შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) 2001 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2011 წლის 1 ივლისამდე;
ბ)2005 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2011 წლის 1 ოქტომბრამდე;
გ)2010 წლამდე ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2012 წლის 1 იანვრამდე;
დ) საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა და 2010 წლიდან ლიცენზირებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა ცენტრს ავტორიზაციის გასავლელად მიმართონ 2015 წლის 1 ივლისამდე.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.05.2011.
- როდის იქნა მიღებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ“?
- „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ“ მიღებულია 19.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №84/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.22.022.016121.
- სად არის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ეტაპების დადგენის შესახებ“, №84/ნ, 19.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.016121 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1333191/