რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4701-Iს
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110520021, 20/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია

რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ

საქართველოს პარლამენტი:

ითვალისწინებს ჩერქეზების მიმართ რუსეთის იმპერიის კოლონიურ პოლიტიკას რუსეთ-კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) პერიოდში, როდესაც იმპერიის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობ ა მ წინასწარ და გეგმა და შემდგომ გან ა ხორციელ ა ეთნიკური ნიშნით წმენდა ჩერქეზ ეთის ტერიტორიებ ზე, ხოლო მათგან დაცლილ ადგილებში მიზანმიმართულად ჩაასახლა სხვა ეთნიკური ჯგუფები;

ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ მრავალი სადამსჯელო სამხედრო ექსპედიციის შედეგად ფიზიკურად განადგურდა ან სამშობლოდან გან იდევნა ჩერქეზი მოსახლეობის 90%-ზე მეტი;

 ითვალისწინებს რუსეთის იმპერიის მრავალ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლ ებ ითაც დასტურდება რუსეთ-კავკასიის ომის დროს იმპერიის სამხედრო შენაერთების აგრესიული ქმედებები, კერძოდ, ხელოვნურად მოწყობილი შიმშილობები და ეპიდემიები, რომლებიც მიზნად ისახავდა მშვიდობიან ი მოსახლეობი ს −ჩერქეზი ეროვნების წარმომადგენელთა − ფიზიკურ განადგურებას;

ითვალისწინებს ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 1992 წლის 7 თებერვლის №977–XII-B დადგენილებას „რუს ეთ-კავკასიი ს ომის წლებში ადიღელების (ჩერქეზების) გენოციდის აქტის დაგმობის შესახებ“ და სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას აძლევს რუსეთ-კავკასიის ომის (1763–1864 წწ.) შედეგებს;

ითვალისწინებს ხანგრძლივ კვლევას, რომელმაც მოცემულ შემთხვევაში დაადგინა გენოციდის როგორც ფაქტი, ისე განზრახვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. აღიარებულ იქნ ე ს რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში  ჩერქეზების (ადიღელების) მასობრივი განადგურება და ისტორიული სამშობლოდან  განდევნა გენოციდის აქტად, თანახმად „სახმელეთო ომის კანონებისა და ჩვეულებების შესახებ“ ჰააგის 1907 წლის 18 ოქტომბრისIV კონვენციისა და „გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილების და მისი დასჯის შესახებ“ გაეროს 1948 წლის 9 დეკემბრის კონვე ნციისა.

2. აღიარებულ იქნ ე ნ ლტოლვილებად რუსეთ-კავკასიის ომის პერიოდში და შემდგომ დეპორტირებული ჩერქეზები, თანახმად „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ გაეროს 1951 წლის 28 ივლისის კონვენციისა.

თბილისი,

2011 წლის 20 მაისი.

№4701–Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“?
დიახ, საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2011.
როდის იქნა მიღებული „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“?
„რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“ მიღებულია 20.05.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4701-Iს.
სად არის „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია „რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა გენოციდის განხორციელების აღიარების შესახებ“, №4701-Iს, 20.05.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1333945/