ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით
„ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2002 წლის 7 ივნისის დადგენილება აღმასრულებელ ხელისუფლებას არ შეუსრულებია.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტის კომიტეტებში შესათანხმებლად წარდგენილ „საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად მონაცემებსა და მიმართულებებში“ არ არის ასახული ზემოაღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც გულისხმობს ,,საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში ანარიცხების გრძელვადიანი ეკონომიკური ნორმატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას, რაც შესაძლებელს გახდიდა ქ. თბილისში 2002 წლის 25 აპრილს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი ფონდის, ავარიული შენობა-ნაგებობებისა და ძველი თბილისის ისტორიული ძეგლების აღდგენისა და რეაბილიტაციის მიზნობრივი პროექტების დაფინანსებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ბ-ნი მირიან გოგიაშვილი), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ და ქ. თბილისის მერიამ (ბ-ნი ვანო ზოდელავა) 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საქართველოს პარლამენტში განხილვისას წარმოადგინონ მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების სახელმწიფო პროგრამა.
2. ამ დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ნ. ბურჯანაძე
თბილისი,
2002 წლის 6 ნოემბერი.
№1713–Iს