`აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, აუქციონის ფორმით პირობებით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ~ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2011 წლის 17 მაისი
ქ. აბაშა
,,აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, აუქციონის ფორმით პირობებით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ,,აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, აუქციონის ფორმით პირობებით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის უფლებით ქონების გადაცემის შესახებ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 18 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) №3 დანართის პირველ ი პუნქტიდან და დანარჩენი ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,მყიდველი“, როგორც სამართლებრივ საფუძველს მოკლებული;
ბ) №3 დანართის პირველი პუნქტიდან და დანარჩენი ტექსტიდან ამოღებულ იქნეს სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების მახასიათებლების სახით მითითებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემები და მიეთითოს მონაცემები მხოლოდ საჯარო რეესტრიდან. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დანართი №3 დამტკიცდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის);
გ) №4 დანართში მიეთითოს ქონების საკუთრებაში გადამცემი თანამდებობის პირის ხელმოწერის ადგილი და საკუთრების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დამტკიცდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
2. დადგენილება ამოქმედდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. თოფურია
დანართი №3
აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) ქონების გაცემის შესახებ
გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
ქ. აბაშა 2010 წელი „ . . . . .“ „ . . . . . . . . . . . . . . . “
1. წინამდებარე ოქმი გაიცა
........................................................................................................................................................................................................................................................................................................... ...........................................................
(აუქციონში გამარჯვებული ფიზიკური პირის სახელი და გვარი. იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი და გვარი. უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. მისამართი, მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემები)
მასზე, რომ „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების:
................................................................ ......................................................................................................
......................................................................................................................................................................
(ქონების დასახელება და მისამართი. მონაცემები საჯარო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით) (სიტყვიერად)
შემდგომში სარგებლობაში განკარგვის მიზნით აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების სააუქციონო მუდმივმოქმედი კომისიის მიერ 2010 წლის „........“ ......................... „.............“ საათზე მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
..................................................................................................................................................................
(ციფრებით) ( სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებებით შესრულების პირობით, სარგებლობაში ––––––––– წლის ვადით გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რიცხული ქონება.
..................................................................................................................................................................
..................................................................................................................................................................
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო ამონაწერიდან, მ.შ., ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე).
2. მოსარგებლე ვალდებულია:
ა) დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები;
ა.ა) .................................................................................................................................................
ა.ბ) .................................................................................................................................................
ა.გ) .................................................................................................................................................
ა.დ) .................................................................................................................................................
ა.ე) .................................................................................................................................................
ა.ვ) და ა.შ.
ბ) მოსარგებლეს გადახდილი ბე ეთვლება პირველი წლის საიჯარო ქირის ანგარიშში.
მესაკუთრის მიერ მოსარგებლესთან სარგებლობის უფლების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში მოსარგებლეს შეუძლია ქონება გადასცეს სხვა მესაკუთრეს მხოლოდ ქონების მესაკუთრის თანხმობით, იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით .
3. ოქმით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულად ითვლება ქონების მესაკუთრის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსარგებლე იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება პირობების დარღვევის გამოსწორების ვადა და /ან პირგასამტეხელოს ოდენობა.
5. ოქმით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხელოს გადაუხდელობა მოსარგებლის მიერ განიხილება სარგებლობის უფლების ( ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
6. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7. მოსარგებლე ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად: ერთი რჩება ქონების მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა მოსარგებლეს.
9. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონში გამარჯვებული პირი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონატორი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . .
ხელმოწერა სახელი, გვარი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხელმოწერა სახელი, გვარი
სააუქციონო კომისიის მდივანი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . .. . .. . . .. . . . . . . .
ხელმოწერა სახელი, გვარი
ბეჭდის ადგილი . . . . . . . . . . . . . .
დანართი №4
მცირე სახელმწიფო თვითმმართველი ერთეულის
გერბის ადგილი გერბის ადგილი
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
აბაშის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
№ _____________
(ფორმა)
ეძლევა ____________________________________________________________________________
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
____________________________________________________________________მასზე,
რომ მას გადაეცა საკუთრებაში ______________________________________________________
(ქონების დასახელება და მისამართი)
__________________________________________________________________________________
(პირობა)
მიწის ფართობი _____________ _____________________________________________________
(კვ.მ) (მიწათსარგებლობის ფორმა)
საფუძველი: __________________________________________________________
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის
თარიღი და ნომერი ________________________________
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს
________________________________________________________________________,
(მესაკუთრის სახელი, გვარი / დასახელება)
ხოლო ერთი ეგზემპლარი ინახება აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში. მოწმობა ძალაშია ოქმთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
გაცემულია 201 წლის „___________“__________________________
თანამდებობის პირის ხელმოწერის ადგილი: ------------------------------
ბ.ა.