„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№56758
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.016248
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №56758

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

„შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის ა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ და `უ ” ქვეპუნქტ ებ ის საფუძველზე, ვბრძანებ :

1. „შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს შექმნის, მისი საქმიანობის წესისა და აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2013 წლის 8 ივლისის №31275ბრძანებით დამტკიცებულ:

ა) „აუდიტის დეპარტამენტში მედიაციის წესი“-ს (დანართი №3)პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. საგადასახადო მოთხოვნის გამოცემამდე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგებზე შედგენილი ანგარიშის საფუძველზე საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელის წერილობითი პოზიცია განიხილება შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს მიერ, შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოს საქმიანობის წესის შესაბამისად. ამასთან, გადამხდელის წერილობითი პოზიცია წარდგენილი უნდა იყოს ხარისხის კონტროლის ანალიზის შედეგების საფუძველზე შედგენილი დასკვნის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, მიუხედავად იმისა, საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტს გადამხდელი ეთანხმებოდა თუ არა სრულად ან ნაწილობრივ ან მასზე წარდგენილი ჰქონდა თუ არა წერილობითი პოზიცია.

ბ) საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე შეტყობინების ფორმა (დანართი №4) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №4

„–––––––––––––––––––––––“ –––––––––––––––

 გადამხდელის დასახელება საიდენტ./პირადი ნომერი

მის: ––––––––––––––––––––––––––––

 

შეტყობინება

 

საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტზე

გასაცნობად გეგზავნებათ „–––––––––––––––“–ის 20–– წლის „ ––––– “ „ –––––––––––– “- ის

გადამხდელის დასახელება              რიცხვი            თვე

 

 საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი.

თქვენ უფლება გაქვთ, საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 10 დღის ვადაში შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში (ქ. თბილისი, გულუას ქ. № 4) წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარადგინოთ თქვენი არგუმენტირებული პოზიცია საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება თქვენი/თქვენი წარმომადგენლის მონაწილეობით.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგებმა შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ხარისხის კონტროლის პროცედურების შედეგად, შესაძლოა განიცადოს კორექტირება.

 

აქტის პროექტთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტში თქვენი პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი რჩებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, გაასაჩივროთ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტი, მის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან (ბრძანებასთან) და ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ „საგადასახადო მოთხოვნასთან“ ერთად, „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 30 დღის ვადაში.

 

დანართი: საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტი --- ფურცლად.

 

–––––––––––––––––––––––––––––

 აუდიტის დეპარტამენტი/უფლებამოსილი პირის ხელმოწერა

 

–––––––––––––––––––––––––––––

 გადამხდელი / უფლებამოსილი პირის ხელმოწერა/“

 

 

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ლ. ხუციშვილი