"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№221
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016381
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110527009, 27/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №221

2011 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 1. დადგენილების 17 მუხლის:

 ა) ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,ზ) საქონლის (ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა) ექსპორტი, რეექსპორტი (,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 86-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების გარდა) და საქონლის საქართველოს ეკონომიკური ტერიტორიის გარეთ გადამუშავება;

 შენიშვნა: მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი.“;

 ბ) ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ ,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში“:

ა) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,54

სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა მე-12, 66-ე, 68-ე, 75-ე, 82-ე, 86-ე და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 ბ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

,,66

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა 87-ე გრაფით გათვალისწინებული შემთხვევისა)

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი“;

 

 გ) 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,68

,,ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან პორტალ ,,ბათუმის პორტში“ ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი“;

 

 დ) 77-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

 ე) 83-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,83

კონტეინერით/ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია პორტალი ,,ბათუმის პორტის“ ან პორტალი ,,ფოთის პორტის“ ან გაფორმების დეპარტამენტის მიერ

 

 

 

50 ლარი“;

 

 ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 86-ე და87-ე გრაფები:

 

,,86

სასაქონლო დეკლარაციის წარდგენით რეექსპორტში დეკლარირებული საქონლის გაფორმება (სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა‑მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევარმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების გარდა)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

150 ლარი

87

საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10000 ლარზე მეტი ღირებულების საქონლის გაფორმება

 

300 ლარი.“.

 მუხლი 2

 1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 18 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი  ნ. გილაური