"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 270111, 27/01/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №27

2011 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმIII,2010 წელი, №33, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დადგენილების:

ა) 16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 16.„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების” 54-ე და 66-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება არასამუშაო დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილე პირის მიმართ ან/და ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ. ამ დადგენილების მიზნებისთვის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირა და უქმე დღეები; გაფორმების სხვა ადგილებში – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 19 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათი, კვირა და უქმე დღეები.”;

ბ) 17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ” ქვეპუნქტი:

„ლ) სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ პორტალში ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება.”.

2. დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებსა და მათ განაკვეთებში”:

ა) 32-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;

ბ) 54-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

 

 

„54

 

 

სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის გაფორმება (გარდა

მე-12, 66-ე და 68-ე გრაფებით გათვალისწინებული შემთხვევებისა)

 

 

 

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი”;

 

გ) 58-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„58

დაინტერესებული პირის მოთხოვნით თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი;

 

1300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი;

 

6500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი.

 

ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 35 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

1300 კგ-მდე ტვირთი – 65 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 125 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე”;

               

დ) 66-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„66

 

საჰაერო ტრანსპორტით შემოტანილი სამუშაო დროს დეკლარირებული საქონლის (გარდა საფოსტო გზავნილისა) ქ. თბილისში, ცოტნე დადიანის ქ. №30-ში მდებარე კონტროლის ზონაში გაფორმება

 

3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე

150 ლარი;

 

3 000-დან 15 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 300 ლარი;

 

15 000 ლარის ზევით სატარიფო ღირებულების საქონელზე – ერთ დეკლარაციაზე 400 ლარი”;

               

ე) 67-ე გრაფა ამოღებულ იქნეს;                

ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე და 69-ე გრაფები:

 

„68

 

ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული დეკლარაციით გაცხადებული 3 000 ლარამდე სატარიფო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

 

 

ერთ დეკლარაციაზე – 20 ლარი

 

 

69

დაინტერესებული პირის მოთხოვნით ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიიდან საქონლის დანიშნულების ადგილზე გადატანა

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 30 ლარი;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 50 ლარი;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 100 ლარი.

 

ქ. ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ:

 

400 კგ-მდე ტვირთი – 30 ლარი + 0.90 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

1 300 კგ-მდე ტვირთი – 50 ლარი + 1.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე;

 

6 500 კგ-მდე ტვირთი – 100 ლარი + 2.20 ლარი ყოველ 1 კმ-ზე.”.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                           ნ. გილაური