სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №494
2011 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სს „საქართველოს საფოსტო ბანკის“ გაკოტრებულად გამოცხადებისა და ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 49-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 23 მაისის №119 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის გადახდისუუნაროდ და გაკოტრებულად გამოცხადების წესის“, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესისა“ და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „საქართველოს საფოსტო ბანკი“ გამოცხადდეს გაკოტრებულად და დასრულდეს მისი ლიკვიდაციის პროცესი.
2. სს „საქართველოს საფოსტო ბანკი„ამოღებულ იქნ ე ს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან.
3. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში წარედგინოს შესაბამის საგადასახადო ორგანოსა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს ლიკვიდაციის რეგისტრაციისა და მისი რეესტრიდან ამოსაღებად.
5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლო სადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ვიცე-პრეზიდენტი ო. ნადარაია