საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.11.101.005.850
საქართველოს განათლების მინისტრის
ბრძანება №91
2003 წლის 21 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ
1. ,,განათლების შესახებ” საქართველოს კანონის III თავის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი”.
2. აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებმა, სასკოლო ოლქის სამმართველოებმა, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებებმა:
ა) დროულად დაიყვანონ აღნიშნული ბრძანება ყველა სასწავლო დაწესებულებამდე;
ბ) პრაქტიკული დახმარება და ზედამხედველობა გაუწიონ სასწავლო დაწესებულებებს სასწავლო წლის ორგანიზებულად დამთავრებისა და ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის” შესაბამისად, სახელმწიფო გამოცდების ჩატარების საქმეში.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის 23 მაისის №106 ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმებისა და წესის შესახებ” ჩაითვალოს ძალადაკარგულად.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ თ. ტატიშვილს.
ალ. კარტოზია
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრიტერიუმები და წესი
I. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანისა და გამოშვების წესი
1. პირველი კლასის მასწავლებელი სასწავლო წლის ბოლოს ადგენს თითოეული მოსწავლის პედაგოგიურ დახასიათებას, რის საფუძველზეც, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსწავლე გადადის მეორე კლასში.
2. II-V, VII-VIII და X კლასებიდან შემდეგ კლასში გადაჰყავთ ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ყველა საგანში აქვთ დადებითი წლიური შეფასება.
3. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოსწავლეთა გათავისუფლება შრომითი სწავლების, ფიზიკური აღზრდისა და დაწყებითი სამხედრო მომზადების გაკვეთილებიდან არ ახდენს გავლენას შემდეგ კლასში გადაყვანასა და სკოლიდან გამოშვებაზე.
4. სემესტრული ნიშნების საფუძველზე, მასწავლებლებს გამოჰყავთ წლიური ნიშნები საგნებში, მოსწავლეთა ცოდნის, უნარისა და ჩვევების ფაქტობრივი დონის გათვალისწინებით, მეცადინეობის შეწყვეტამდე 2-3 დღით ადრე. II-IV კლასებში ნიშნები ყოფაქცევაში გამოჰყავთ ამ კლასების მასწავლებლებს, ხოლო V-XI კლასებში – კლასის ხელმძღვანელებს.
5. VI კლასის მოსწავლეებს, რომელთაც აქვთ ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასება, ეძლევათ დაწყებითი განათლების ატესტატები.
6. წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში მოსწავლეს დაეწერება მხოლოდ პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით. ამ შემთხვევაში II-IV კლასების მასწავლებლები და V-XI კლასების ხელმძღვანელები პედაგოგიურ საბჭოს წარუდგენენ შესაბამის დასაბუთებას.
7. გადასაყვანი და VI კლასების მოსწავლეები, რომელთაც აქვთ არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება ყოფაქცევაში, პირობით გადაჰყავთ შემდეგ კლასში. IX კლასის მოსწავლე, რომელსაც აქვს ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასება, მაგრამ, პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, მიიღო წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, სახელმწიფო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ღებულობს საბაზო განათლების ატესტატს. ამ მოსწავლეს მეათე კლასში სწავლის გაგრძელების უფლება მიეცემა მხოლოდ ერთი სასწავლო წლის შემდეგ.
8. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც აქვთ წლიური არადამაკმაყოფილებელი შეფასება ყოფაქცევაში, არ დაიშვებიან გამოცდებზე და მიეცემათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ. საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდები მათ შეუძლიათ ჩააბარონ მომდევნო წლებში ექსტერნად.
9. მოსწავლეებს, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ არა უმეტეს ორ საგანში ან საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, ენიშნებათ საშემოდგომო გამოცდა. ამ მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანის, დატოვების ან გამოშვების საკითხი წყდება პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, საშემოდგომო გამოცდების შედეგების გათვა-ლისწინებით.
10. II-X კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური ან საბოლოო შეფასება მიიღეს სამ და მეტ საგანში, აგრეთვე, ის მოსწავლეები, რომლებმაც ვერ ჩააბარეს თუნდაც ერთი საშემოდგომო გამოცდა, დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში.
11. XI კლასის მოსწავლეები, რომელთაც წლიური ან საბოლოო არადამაკმაყოფილებელი შეფასება აქვთ ორზე მეტ საგანში, გადიან სკოლიდან და ეძლევათ ცნობა საშუალო სკოლის კურსის მოსმენის შესახებ. თუ მოსწავლეს გამოცდის შედეგად არადამაკმაყოფილებელი შეფასება დაუგროვდა ორზე მეტ საგანში, საშუალო განათლების ატესტატის მისაღებად იგი მომდევნო წელს გამოცდებს აბარებს იმ საგნებშიც, რომლებშიც არ იქნა დაშვებული წინა წელს.
12. XI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც ავადმყოფობის გამო გააცდინეს 45 დღეზე მეტი, მათი სურვილითა და პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება დატოვებულ იქნენ იმავე კლასში.
13. დაწყებითი საფეხურის კლასების 14-ისა და VII-IX კლასების 18 წლის მოსწავლეები, რომლებიც დატოვებულ იქნებიან იმავე კლასში, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებასთან შეთანხმებით, გაირიცხებიან სკოლიდან.
14. V-XI კლასების მოსწავლეები, რომელთაც არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება აქვთ მშობლიურ ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში, საშემოდგომო გამოცდას აბარებენ, შესაბამისად, ენაში ან ლიტერატურაში, ან – ორივეში.
15. მოსწავლეთა გადაყვანის, გამოცდებზე დაშვების, იმავე კლასში დატოვების, საშემოდგომო გამოცდების მიცემის საკითხს წყვეტს სკოლის პედაგოგიური საბჭო, რომლის გადაწყვეტილება ამ საკითხებზე ოფიციალურად უნდა ეცნობოს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
16. საშემოდგომო გამოცდები ყველა კლასისათვის ტარდება 21-დან 29 აგვისტოს ჩათვლით.
17. მოსწავლეები ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო გამოსაშვები გამოცდებიდან, როგორც წესი, არ თავისუფლდებიან. განსაკუთრებულ შემთხვევაში საკითხს წყვეტს განათლების მინისტრი სკოლის პედაგოგიური საბჭოს შუამდგომლობისა და სხვა სათანადო საბუთების წარმოდგენის საფუძველზე.
18. XI კლასის მოსწავლეები, რომლებიც საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ გამოცდებზე დაიშვებიან შემოდგომაზე, თუ ისინი იმავე მიზეზების გამო შემოდგომაზეც ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, სკოლის პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ყველა სასწავლო საგანში დადებითი წლიური შეფასების შემთხვევაში, მათ მიეცემათ საშუალო განათლების ატესტატები წლიური ნიშნების საფუძველზე.
19. სკოლის დირექტორი ვალდებულია გამოცდების დაწყებამდე „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეთა ატესტაციის კრუტერიუმები და წესი” განიხილოს პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე, ხოლო ის პუნქტები, რომლებიც ეხება მოსწავლესა და მშობელს, გააცნოს მათ.
20. IX და XI კლასებში გამოსაშვები გამოცდების რაოდენობას, მათი ჩატარების წესს, ფორმასა და ვადებს ამტკიცებს განათლების სამინისტრო.
21. საგამოცდო კომისიის შემადგენლობას XI გამოსაშვებ კლასში, სკოლის დირექტორის წარდგინებით, ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება გამოცდების დაწყებამდე ორი კვირით ადრე.
22. მასწავლებელი (დირექტორი, მისი მოადგილე), რომელიც მოცემულ კლასში ასწავლის საგამოცდო საგანს, არ შეიძლება იყოს ამ საგანში საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.
23. საგამოცდო კომისიის წევრებად შეირჩევიან უმაღლესი განათლების, გამონაკლის შემთხვევაში, დაუმთავრებელი უმაღლესი განათლების მქონე მასწავლებლები, მათი ფაქტობრივი კვალიფიკაციის გათვალისწინებით. აუცილებლობის შემთხვევაში, სკოლაში შეიძლება შეიქმნას რამდენიმე საგამოცდო კომისია.
24. გამოცდები ტარდება სკოლის დირექტორის მიერ დამტკიცებული ცხრილით, რომელიც გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გამოიკვრება მოსწავლეთა და მშობელთათვის გასაცნობად. ცხრილში გათვალისწინებულ უნდა იქნეს:
ა) თითოეულ კლასში დღეში არა უმეტეს ერთი გამოცდისა;
ბ) გამოცდებს შორის შუალედების ხანგრძლიობა, თითოეული სასწავლო საგნის კურსის მოცულობის შესაბამისად (არანაკლებ ორი დღისა);
გ) საგამოცდო საგნებში კონსულტაციების ჩატარების დღეები და საათები.
25. მოსწავლეებს ეკრძალებათ გამოცდებზე რვეულების, სახელმძღვანელოებისა და სასწავლო მასალების გამოყენება. მათ უფლება ეძლევათ ისარგებლონ რუკებით, ცხრილებით, სტატისტიკური ცნობარებით, მოდელებით, სქემებით, კოლექციებითა და ლაბორატორიული მოწყობილობებით. მოსწავლეს, რომელიც გამოცდაზე შემჩნეული იქნება ამ მოთხოვნების დარღვევაში, ჩამოერთმევა გამოცდის გაგრძელების უფლება და დაეწერება “2” (ცუდი), რის შესახებაც შედგება სათანადო აქტი.
26. მოსწავლეები, რომელთაც წერითი სამუშაო შეასრულეს, ნამუშევრებს აბარებენ საგამოცდო კომისიას და გადიან საკლასო ოთახიდან.
27. საგამოცდო წერითი ნამუშევრები ინახება სკოლის დირექტორთან. მასწავლებელი მათ ასწორებს სკოლაში საგამოცდო კომისიის წევრებთან ერთად. ნამუშევრის შემოწმებისას შეცდომებს ხაზი უნდა გაესვას. მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში წერითი ნამუშევრებს გასწორებისას ცალკე (რვეულის არეზე) უნდა იქნეს გამოტანილი და დაჯამებული დაშვებული შეცდომები მათი სახეების მიხედვით.
28. თუ გამოსაცდელთა რიცხვი 20-ს აღემატება, ზეპირი გამოცდისას კლასი ორ ჯგუფად იყოფა, მაგრამ გამოცდა ერთ დღეს ტარდება, თითოეულ ჯგუფს ეძლევა მოცემულ საგანში ბილეთებისა და დამატებითი მასალების სრული კომპლექტი. ნახმარი ბილეთების განმეორებით გამოყენება იმავე ჯგუფში არ შეიძლება. დამატებითი მასალა (ტესტები, ამოცანები, მაგალითები) პარალელური კლასებისათვის სხვადასხვა ვარიანტად უნდა შედგეს, ხოლო იმ კლასისათვის, რომელიც ორ ჯგუფად იყოფა, დამატებით მასალას მასწავლებელი ადგენს ერთ ვარიანტად.
29. გამოსაცდელ მოსწავლეს პასუხის მოსამზადებლად ეძლევა 15-20 წუთი.
30. მოსწავლეს, რომელიც საგამოცდო ბილეთის აღებისთანავე განაცხადებს, რომ არ შეუძლია უპასუხოს მოცემულ კითხვებზე, საგამოცდო კომისიის ნებართვით, შეუძლია აიღოს მეორე ბილეთი, მაგრამ შეფასებისას აკლდება ერთი ნიშანი.
31. გამოცდას ხელმძღვანელობს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე.
32. საგამოცდო კომისიის წევრები ისმენენ მოსწავლის პასუხს ბილეთის მიხედვით. გამოსაცდელს შეიძლება მიეცეს დამატებითი კითხვები, როგორც წესი, ბილეთით გათვალისწინებული მასალის ფარგლებში. თუ მოსწავლე ბილეთზე პასუხის გაცემისას ვერ გამოამჟღავნებს მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას, მას დამატებით შეიძლება დაესვას კითხვები პროგრამული მასალიდან. მოსწავლეებს შეკითხვა შეიძლება მისცეს მხოლოდ გამომცდელმა მასწავლებელმა, საგამოცდო კომისიის თავმჯდომარემ და წევრებმა.
33. გამოცდაზე გარეშე პირთა დაშვება აკრძალულია.
34. ზეპირი გამოცდების დროს მოსწავლეებისათვის წესდება შესვენება ყოველი აკადემიური საათს შემდეგ, ამასთან, გამოძახებული მოსწავლის გამოკითხვა არ წყდება. პასუხის დამთავრების შემდეგ მოსწავლე გადის კლასიდან.
35. გამოცდის დამთავრების შემდეგ კომისია აფასებს მოსწავლეთა პასუხებს, წერს შეფასებებს და შეაქვს საგამოცდო ოქმში, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და მოცემული საგნის საგამოცდო კომისიის ყველა წევრი. ზეპირ გამოცდაზე მიღებული შეფასება გამოცდის დამთავრებისთანავე შეიტანება საგამოცდო ოქმში და ეცნობება მოსწავლეს. წერითი გამოცდის შეფასება მოსწავლეს უნდა ეცნობოს მომდევნო გამოცდის ჩატარებამდე.
36. მოსწავლის წერითი ნამუშევრის ან ზეპირი პასუხის შეფასებისას, საგამოცდო კომისიის წევრთა შორის აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში, საკითხი წყდება ხმის უმრავლესობით.
37. იმ საგნებში, რომლებშიც ტარდება გამოცდები, მოსწავლეთათვის საბოლოო შეფასებების გამოყვანა ხდება წლიური და საგამოცდო შეფასებათა საფუძველზე.
38. მოსწავლის მიერ ზეპირ ან წერით გამოცდაზე დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში, საგამოცდო კომისიას შეუძლია მას ჩამოართვას მიმდინარე წელს გამოცდების გაგრძელების უფლება.
II. გამოსაშვები სახელმწიფო გამოცდები მეცხრე კლასში და მეათე კლასში მოსწავლეთა ჩარიცხვის წესი
39. 2-დან 7 ივნისის ჩათვლით საქართველოს ყველა ენაზე სწავლების სახელმწიფო და არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლების მე-9 კლასებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო საატესტაციო ტესტური გამოცდები სამ საგანში: მათემატიკაში – 2 ივნისს, ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 5 ივნისს, უცხოურ ენაში (რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული) – 7 ივნისს.
40. საბაზო განათლების ატესტატის მისაღებ გამოცდებზე დაიშვება მოსწავლე, რომელსაც აქვს დადებითი წლიური შეფასება ყველა საგანში.
41. მოსწავლე, რომელსაც აქვს ერთი ან ორი არადამაკმაყოფილებელი წლიური შეფასება არასაგამოცდო საგნებში, საშემოდგომო სახელმწიფო ტესტურ გამოცდებზე დაიშვება მხოლოდ სასკოლო საშემოდგომო გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ.
42. თუ მოსწავლემ ერთი ან ორი არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო საგაზაფხულო სახელმწიფო გამოცდებზე, ან საპატიო მიზეზის გამო გამოცდებზე ვერ გამოცხადდა, იგი ამ საგნებში სახელმწიფო გამოცდებს აბარებს შემოდგომაზე.
43. საშემოდგომო ტესტური წერითი გამოცდები ტარდება: ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 25 აგვისტოს, მათემატიკაში – 27 აგვისტოს, უცხოურ ენაში – 29 აგვისტოს.
44. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდება საშემოდგომო გამოცდაზე, სკოლის დირექტორმა განაცხადით უნდა მიმართოს განათლების სამინისტროს არა უგვიანეს 5 სექტემბრამდე. დამატებითი საშემოდგომო გამოცდა ჩატარდება „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში”.
45. მასალას IX კლასში ტესტური გამოცდებისათვის ამზადებს და სკოლებს მიაწვდის „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ი ცენტრი”.
46. ტესტურ გამოცდას ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელია გამოცდების ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარებაზე, ამასთან, იგი ვალდებულია:
ა) მოამზადოს სკოლის შენობა სახელმწიფო გამოცდების სათანადო დონეზე ჩასატარებლად;
ბ) შექმნას საგამოცდო კომისია, გააცნოს მას გამოცდების წესები და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობანი;
გ) შეარჩიოს მეთვალყურეები მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით;
დ) უზრუნველყოს განათლების რაიონული განყოფილებიდან მიღებული ტესტებისა და შეფასების სქემების სრული კონფიდენციალობა;
ე) გამოცდების დაწყების წინ, მოსწავლეთა და მეთვალყურეთა თანდასწრებით, გახსნას ტესტების დალუქული პაკეტი. მიღებული და გამოუყენებელი ტესტების რაოდენობაზე შეადგინოს ოქმი და სხვა დოკუმენტებთან ერთად გადმოგზავნოს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში”;
ვ) კომისიის წევრთა თანდასწრებით გახსნას დალუქული შეფასების სქემა მხოლოდ გამოცდის დამთავრების შემდეგ;
ზ) ზუსტად დაიცვას გამოცდების ჩატარებისათვის დაწესებული რეგლამენტი;
თ) ხელმოწერით და ბეჭდით დაამოწმოს შევსებული უწყისები და წარადგინოს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებაში ერთი დღის ვადაში;
ი) დაასწროს გამოცდებს რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილების, სასკოლო ოლქის სამმართველოს, განათლების სამინისტროს და „შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ მივლინებული პირები.
47. ტესტური გამოცდები ყველა სკოლაში იწყება დილის 11 საათზე. საგამოცდო ტესტების დალუქული პაკეტი იხსნება გამოცდის დღეს მოსწავლეთა და გამოცდებზე დამსწრე მეთვალყურეთა თვალწინ.
48. ტესტებზე პასუხისათვის მოსწავლეს ეძლევა ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში – 2 საათი და 30 წუთი, ხოლო უცხოურ ენასა და არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენაში – 2 საათი.
49. IX კლასის ტესტური გამოცდების ნამუშევრებს შეფასების სქემის მიხედვით ასწორებენ ამავე სკოლის შესაბამისი საგნის მასწავლებლები. გამსწორებელთა რაოდენობას განსაზღვრავს სკოლის დირექტორი.
50. თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა არის 100, გამსვლელი ქულა კი – 35.
51. საკლასო ჟურნალის წლიური, საგამოცდო და საბოლოო ნიშნების ფურცლებში და საგამოცდო ოქმებში ჩაიწერება წლიური ნიშანი, საბოლოო ნიშანი, რომელიც გამოიყვანება წლიური და სასკოლო საშემოდგომო გამოცდაზე მიღებული ნიშნებიდან და სახელმწიფო გამოცდებზე დაგროვილი ქულები.
52. საბაზო განათლების ატესტატის დანართში ჩაიწერება წლიური (საბოლო) ნიშნები და სახელმწიფო გამოცდებზე დაგროვილი ქულები 45(3).
53. საბაზო განათლების ატესტატი მიეცემა მოსწავლეს, რომელსაც ყველა საგანში აქვს დადებითი შეფასება და ჩაბარებული აქვს სამივე სახელმწიფო გამოცდა.
54. რაიონში გამოცდების ორგანიზებულად და ობიექტურად ჩატარებაზე პასუხისმგებელია განათლების განყოფილების უფროსი, რომელსაც ევალება:
ა) ჩაიბაროს რაიონის სახელმწიფო და არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებისათვის განკუთვნილი ტესტების დალუქული პაკეტები და გადასცეს ისინი ახლომდებარე სკოლებს გამოცდის დღეს, დაშორებულ სკოლებს – გამოცდების დაწყებამდე ერთი დღით ადრე;
ბ) ტესტების პაკეტებთან ერთად სკოლის დირექტორებს გადასცეს გამოცდების ჩატარების წესები და საჭირო რაოდენობის უწყისები;
გ) თვალყური ადევნოს რაიონში გამოცდების მიმდინარეობას;
დ) უზრუნველყოს შევსებული უწყისების მიღება სკოლებიდან და მათი დროულად გაგზავნა „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში”;
ე) უზრუნველყოს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის” მოთხოვნისთანავე კონკრეტული სკოლების მოსწავლეთა ნამუშევრების წარმოდგენა;
ვ) 20 ივნისამდე მიაწოდოს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს” სია იმ სკოლებისა, სადაც ჩატარდება საშემოდგომო გამოცდები IX კლასებში. მასში მოცემული უნდა იყოს სია იმ მოსწავლეებისა, რომლებმაც უნდა ჩააბარონ საშემოდგომო გამოცდა, აგრეთვე, საგანი, სწავლების ენა და რომელ უცხოურ ენას აბარებს მოსწავლე.
55. ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლების, გიმნაზიებისა და ლიცეუმების მეათე კლასებში მოსწავლეთა ჩარიცხვა უნდა მოხდეს სასწავლო დაწესებულების დირექტორის სახელზე დაწერილი განცხადებისა და საბაზო განათლების ატესტატის საფუძველზე.
56. სასწავლებლის დირექცია განსაზღვრავს, თუ რამდენი მოსწავლის საგანმანათლებლო მომსახურება შეუძლია სასწავლებელს, განიხილავს მეათე კლასში სწავლის გაგრძელების მსურველთა განცხადებებს, მათ მიერ წარმოდგენილ საბუთებს და, ამის საფუძველზე, 29 აგვისტომდე, ადგენს ჩასარიცხ მოსწავლეთა სიას. საბოლოო გადაწყვეტილებას მეათე კლასში ჩარიცხვის შესახებ იღებს სასწავლებლის პედაგოგიური საბჭო, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
III. გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტე კლასში
57. მე-11 კლასში, 3-დან 16 ივნისის ჩათვლით, საქართველოს სახელმწიფო და არასახელმწიფო (კერძო) ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში ტარდება სავალდებულო სახელმწიფო საატესტაციო გამოცდები შემდეგ საგნებში:
ა) არაპროფილურ კლასებში: მშობლიური ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 3 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 10 ივნისს, საქართველოს ისტორიაში – ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართულ ენაში – ზეპირი), ფიზიკაში – (ზეპირი);
ბ) ჰუმანიტარული პროფილის კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 3 ივნისს, მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი (იმ სკოლებში, რომლებშიც გაღრმავებულად ისწავლება უცხოური ენა, უცხოურ ენაში – ზეპირი), საქართველოს ისტორიაში – ზეპირი (არაქართულენოვან სკოლებში – ქართული ენასა და ლიტერატურაში – ზეპირი), სკოლის მიერ შერჩეულ ერთ მაპროფილებელ საგანში;
გ) არაჰუმანიტარული პროფილის კლასებში: მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში (წერა) – 3 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში (წერა) – 10 ივნისს, სკოლის მიერ შერჩეულ ორ მაპროფილებელ საგანში.
58. თემებსა და მაგალითებს წერითი გამოცდებისათვის ყველა უწყების სახელმწიფო და არასახელმწიფო სასწავლებლებს XI კლასისათვის ამზადებს და აცხადებს განათლების სამინისტრო.
59. XI კლასისათვის ზეპირი გამოცდების ბილეთებს ამზადებს და აქვეყნებს განათლების სამინისტრო, ხოლო სკოლის მიერ შერჩეულ საგნებში – სკოლა. საგამოცდო მასალა პარალელური კლასებისათვის მზადდება ცალ-ცალკე და იგი წინასწარ არ უნდა იყოს ცნობილი მოსწავლეებისათვის.
60. XI კლასის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში შედიან: თავმჯდომარე (დირექტორი, მისი მოადგილე ან მასწავლებელი), მოცემული საგნის მასწავლებელი, კომისიის ორი წევრი (იმავე ან მონათესავე საგნის სპეციალისტები).
61. საშემოდგომო გამოცდას, როგორც წესი, ატარებს იგივე კომისია, რომელიც ღებულობდა გამოცდას გაზაფხულზე. თუ საგანში არ იყო გამოცდა, საგამოცდო კომისია იქმნება ახლად, იმავე წესით, რაც საგაზაფხულო გამოცდებისათვის არის დაწესებული.
62. ცხრაწლიანი სკოლის ბაზაზე მომუშავე XI კლასის მოსწავლეები გამოცდებს, განათლების განყოფილების გადაწყვეტილებით, აბარებენ ერთ-ერთ უახლოეს საშუალო სკოლაში. ატესტატს გასცემს ის სკოლა, რომელშიც მოსწავლეებმა ჩააბარეს გამოცდები.
63. იმ მოსწავლეებისათვის, რომლებიც ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდნენ გამოცდებზე, განმეორებითი გამოცდები ტარდება მშობლიურ ენასა დალიტერატურაში – 18 ივნისს, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 20 ივნისს.
64. საშემოდგომო გამოცდები ჩატარდება სასწავლო წლის დაწყებამდე 21-დან 29 აგვისტოს ჩათვლით. საგამოცდო თემებსა და მაგალითებს XI კლასში საშემოდგომო გამოცდებისათვის სკოლებს უგზავნიან შესაბამისი ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებები.
65. წერით გამოცდებზე მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებს ეძლევათ სამი თემა. მათ აქვთ არჩევის უფლება.
66. წერითი სამუშაოს შესასრულებლად მოსწავლეებს ეძლევათ მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში 6 ასტრონომიული საათი, ალგებრასა და ანალიზის საწყისებში – 4 საათი.
67. XI კლასში ენისა და ლიტერატურის წერით გამოცდაზე თხზულება ფასდება ერთი ნიშნით, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – ორით. საბოლოო ნიშანი მშობლიურ (ქართულ) ენ ა სა და ლიტერატურაში გამოდის ცალ-ცალკე წლიური და საგამოცდო ნიშნების საფუძველზე, ხოლო პროფილურ კლასებში – წლიური, საგამოცდო წერითი და ზეპირი ნიშნების საფუძველზე.
68. საგამოცდო თემები მშობლიურ ენასა და ლიტერატურაში და მაგალითების ნომრები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ქვეყნის ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულებისათვის, აგრეთვე, ცალკე ვარიანტი ალგებრასა და ანალიზის საწყისებში ფიზიკა-მათემატიკის პროფილის კლასებისათვის, ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე გადაიცემა საქართველოს რადიოსა და ტელევიზიის პირველი პროგრამით გამოცდების ჩატარების დღეს, 8 საათსა და 30 წუთზე (ფიზიკა-მათემატიკის სპეციალიზებული სკოლები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდის საკითხებს პაკეტებით მიიღებენ გამოცდის დაწყებამდე საქართველოს განათლების სამინისტროში).
69. თემები საგამოცდო თხზულებისათვის და მაგალითები ალგებრასა და ანალიზის საწყისებში განმეორებითი გამოცდებისათვის გადაიცემა რადიოთი 18 და 20 ივნისს.
70. სკოლის დირექტორს ევალება უზრუნველყოს რადიო (ტელე) გადაცემების შეუფერხებელი მიღება.
71. საგამოცდო თემებს და მაგალითების ნომრებს რადიოთი (ტელევიზიით) მოისმენენ და ჩაიწერენ საგამოცდო კომისიის წევრები ცალკე ოთახში და 9 საათზე გააცნობენ მოსწავლეებს.
72. მოსწავლეებმა საგამოცდო ოთახში ადგილები უნდა დაიკავონ გადაცემის დაწყებამდე. მოსწავლე, რომელიც გამოცდაზე გამოცხადდება გადაცემის დაწყების შემდეგ, გამოცდაზე არ დაიშვება. იგი ამ გამოცდას ჩააბარებს განმეორებითი გამოცდის დღეს.
73. გამოცდების ორგანიზება და სკოლაში წესრიგის დაცვა ევალება სკოლის დირექტორს.
74. გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით განათლების განყოფილებაში იქმნება საგნის სპეციალისტთა ჯგუფი, რომლის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს ყველა სკოლის დირექტორმა.
75. ალგებრასა და ანალიზის საწყისებში წერითი გამოცდისათვის ყველა ტიპის ქართული, აგრეთვე, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომუშავე ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლები უზრუნველყოფილ უნდა იქნენ კოლმოგოროვის რედაქციით 1988 და შემდგომ წლებში გამოცემული X-XI კლასების სახელმძღვანელოთი „ალგებრა და ანალიზის საწყისები”, ხოლო რუსულ და ზოგიერთ სომხურ ენაზე მომუშავე სკოლები – 1990 და შემდგომ წლებში გამოცემული სახელმძღვანელოთი.
76. XI კლასების საგამოცდო წერითი გამოცდებისათვის სკოლებს სპეციალური შტამპიანი ფურცლებით უზრუნველყოფენ განათლების განყოფილებები.
77. საგამოცდო კომისია ავსებს ოქმს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სკოლაში, მეორე ეგზავნება რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილებას. განათლების სამინისტროში იგზავნება საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთა საბოლოო ნიშნის ფურცელი.
78. სასკოლო ოლქის სამმართველო და რაიონის (ქალაქის) განათლების განყოფილება, სკოლის ხელმძღვანელობასთან ერთად, პასუხისმგებელია გამოცდების ორგანიზებულად ჩატარებაზე; ისინი უზრუნველყოფენ გამოცდების ჩატარებას საჯაროობის ვითარებაში, ზემოაღნიშნული წესების ზუსტი დაცვით.
79. გამოცდების დამთავრების შემდეგ სკოლის პედაგოგიური საბჭო, საგამოცდო კომისიის ყველა წევრის მონაწილეობით, იხილავს გამოცდების შედეგებს და წყვეტს XI კლასების კურსდამთავრებულთათვის საშუალო განათლების ატესტატის გაცემის საკითხს.
80. ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროები, სასკოლო ოლქის სამმართველოები, ქალაქებისა და რაიონების განათლების განყოფილებები, ამ წესდების ზუსტი დაცვით, უზრუნველყოფენ ყველა ტიპის, მათ შორის, არასახელმწიფო (კერძო) სკოლების ინფორმირებას, გამოცდებისათვის მზადებას, სკოლებში საგამოცდო თემებისა და მასალების შეუფერხებელ მიღებას.
81. საშუალო სკოლის კურსდამთავრებულს ატესტატთან ერთად მიეცემა საბაზო განათლების ატესტატი.
IV. გარდამავალი დებულებანი
82. 2002-2003 სასწავლო წელს ქვეყნის ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მეცადინეობა შეწყდება 29 მაისს.
83. სასწავლო წლის ბოლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში კლასიდან კლასში გადასაყვანი გამოცდები არ ტარდება.
84. 2003 წელს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, გიმნაზიებსა და ლიცეუმებში მეათე კლასში მისაღები გამოცდები არ ტარდება.

45. მასალას IX კლასში ტესტური გამოცდებისათვის ამზადებს და სკოლებს მიაწვდის „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი”.

67. XI კლასში ენისა და ლიტერატურის წერით გამოცდაზე თხზულება ფასდება ერთი ნიშნით, ხოლო არაქართულენოვან სკოლებში – ორით. საბოლოო ნიშანი მშობლიურ (ქართულ) ენასა და ლიტერატურაში გამოდის ცალ-ცალკე წლიური და საგამოცდო ნიშნების საფუძველზე, ხოლო პროფილურ კლასებში – წლიური, საგამოცდო წერითი და ზეპირი ნიშნების საფუძველზე.