აქციონერთა მორიგი საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110607001, 07/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციონერთა კრების ჩატარების შესახებ

 

სს „ლიბერთი კონსუმერის“ (შემდგომში კომპანია) აქციონერთა მორიგი საერთო კრების ჩატარება განსაზღვრულია 2011 წლის 28 ივნისს, 17:00 საათზე. კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

1. საზოგადოების 2010 წლის აუდიტირებული შედეგების დამტკიცების შესახებ;

2. დირექტორატის ანგარიში საზოგადოების 2010 წლის საქმიანობის შესახებ;

3. ბ-ნ ავთანდილ ნამიჩეიშვილის საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოდან გასვლის შესახებ;

4. ბ-ნ მურთაზ კიკორიას საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოში არჩევის შესახებ.

2011 წლის 28 ივნისის აქციონერთა მორიგი საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით, კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო და გენერალური დირექტორი აქციონერებს წარუდგენენ შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს „ერნსტ ენდ იანგის“ მიერ აუდიტირებული კომპანიის 2010 წლის ფინანსური შედეგები.

დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:

1. დამტკიცდეს დირექტორატის ანგარიში კომპანიის 2010 წლის საქმიანობის შესახებ;

დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:

1. ცნობად იქნ ე ს მიღებული ბ-ნ ავთანდილ ნამიჩეიშვილის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან გასვლის შესახებ.

დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:

1. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად არჩეულ იქნეს ბ-ნ მურთაზ კიკორია.

კომპანიის აქციონერთა მორიგი საერთო კრება გაიმართება ჩაჩავას ქუჩა №8, თბილისი, საქართველო.

 

აქციონერთა რეგისტრაცია დაიწყება 2011 წლის 28 ივნისს, 16:00 საათზე.

აქციონერთა სააღრიცხვო თარიღად დადგენილია 2011 წლის 27 მაისი.

აქციონერთა მორიგ კრებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება გადამოწმებულ იქნეს 2011 წლის 16 ივნისიდან სს „ლიბერთი კონსუმერის“ აქციების რეგისტრატორთან – სს „კავკასრეესტრი“ შემდეგ მისამართზე: ჭავჭავაძის გამზირი №74ა, თბილისი, საქართველო.