აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „ბითიეი ბანკის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
2011 წლის 29 ივნისს 15:00 საათზე გაიმართება სს „ბითიეი ბანკის" აქციონერთა საერთო კრება შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი №2.
კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
1. 2010 წლის წლიური ფინანსური ანგარიშის დამტკიცება.
2. ფინანსური ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სს „ბითიეი ბანკის“ 2011 წლის ფინანსური ანგარიშგების შემოწმებისათვის გარე აუდიტორის არჩევა.
3. 2010 წლის ფინანსურ-სამეურნეო საქმიანობის შედეგების შესახებ სს „ბითიეი ბანკის“ დირექტორატის ანგარიშის განხილვა.
4. შპს „ერნსტ ენდ იანგ“-ის (Ernst&Young LTD)მიერ მომზადებული დასკვნის განხილვა.
5. სს „ბითიეი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა.
სს „ბითიეი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილ იქნა 2011 წლის 16 მაისი.
აქციონერთა კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად შეგიძლიათ 2011 წლის 19-დან 29ივნისა მდე მობრძანდეთ შემდეგ მისამართზე: საქართველო,ქ.თბილისი, ზაარბრიუკენის მოედანი 2. (გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/შესაძლებელია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე).
გენერალური დირექტორი კ. კენჟეგარინი