2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №1086
2012 წლის 8 ივნისი
ქ. თბილისი
2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ
1. მოწონებულ იქნეს, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოს, წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და, მეორე მხრივ, სს „თელასს“ შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი „აქციების შეძენის შესახებ“.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ სს „თელასის“ ახლადემიტირებული 7,673,054 ცალი ჩვეულებრივი აქციის შესყიდვა განხორციელდეს „2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2536 განკარგულების შესაბამისად, „ინსტიტუციონალურ ვალებზე“ (რომლის ჯამური ოდენობა 2011 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის 2011 წლის 19 დეკემბრის აუდიტორული დასკვნის მიხედვით შეადგენს 257,170,650 (ორას ორმოცდაჩვიდმეტი მილიონ ას სამოცდაათი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარს) მოთხოვნის უფლებების სს „თელასისთვის“ გადაცემის გზით, „2010 წლის 1 ოქტომბრის მემორანდუმთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის №2536 განკარგულებით გათვალისწინებული სამართლიანი ღირებულებით – 7,673,054 ლარის ოდენობით.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭოთ უფლებამოსილება, რათა საქართველოს სახელმწიფოს სახელით ხელი მოაწერონ ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებულ ხელშეკრულებას.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური