აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010220020.34.059.016001
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110621009, 23/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №1

2011 წლი ს20 ივნისი

ქ. ბათუმი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა” 23. 05. 2006 წ.,№91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

1. მე-10 მუხლის ,,თ“ და ,,მ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) უზრუნველყოფს უსკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების მიზნით.

მ) უზრუნველყოფს უსკოს დოკუმენტაციის არქივში განთავსებას, შენახვასა და დამუშავებას“.

2. მე-11 მუხლის ,,თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თ) ახდენს სსიპ ,,საქართველოს საკანომდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (WWW.MATSNE.GOV.GE) სისტემატიზირებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, უსკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას“.

3. მე-14 მუხლს ,,მ“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, მ1“ პუნქტი:

,,მ1) არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრირებას უწევს უსკოს ვებგვერდს“.

4. მე-18 მუხლს პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,11“ პუნქტი:

,, 11 არჩევნების დანიშვნის დღიდან მის დასრულებამდე უსკოში საარჩევნო დავებზე განცხადება-საჩივრის წარდგენა შესაძლებელია უსკოს აპარატის საერთო სამსახურში კალენდარული დღის დილის 10 საათიდან 20 საათამდე“.

მუხლი 2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი გამოქვეყნებიდან 1 კალენდარული დღის ვადაში.

მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე ა. მიქელაძე

 კომისიის მდივანი ქ. ჯიქია

 

 

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.06.2011.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 20.06.2011. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016001.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №1, 20.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016001 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1380900/