საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №335
2011 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ
1. ,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოებში სახელმწიფო სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 15 ოქტომბრის №832 ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმელი თანდართული აღწერილობისა და ესკიზების (პლანშეტი) მიხედვით.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმელი
პლანშეტი 1
1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჟილეტი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი, მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი გახსნილი საყელოთი, ლურჯი მაისური, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 2
1. ყოველდღიური ფორმა - მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი, საოფისე) – მუქი ლურჯი შარვალი, მუქი ლურჯი სვიტერი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ჰალსტუხი, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 3
1. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (ზაფხულის სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, მოკლესახელოებიანი თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
3. ყოველდღიური ფორმა (საგაზაფხულო-საშემოდგომო სეზონი) – მუქი ლურჯი შარვალი; გრძელსახელოებიანი თეთრი პერანგი; მუქი ლურჯი ჟილეტი; მუქი ლურჯი ფერის ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
პლანშეტი 4
1. ყოველდღიური ფორმა – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, მუქი ლურჯი პიჯაკი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
2. ყოველდღიური ფორმა (ზამთრის სეზონი, საოფისე) – მუქი ლურჯი შარვალი ან მუქი ლურჯი ქვედაკაბა, მუქი ლურჯი სვიტერი, თეთრი პერანგი, მუქი ლურჯი ბაფთა, წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №335. სარეგისტრაციო კოდი — 100110000.08.002.016257.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებრივი კონსულტანტის ფორმის ტანსაცმლის დამტკიცების შესახებ“, №335, 27.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 100110000.08.002.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1387889/