„ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან /და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.140.016483
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2022 წლის 7 ოქტომბერი

დაბა ასპინძა

 

,,ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან /და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 სექტემბრის №40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
  ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან /და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ” ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 06 სექტემბრის  №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/09/2022წ., 010250050.35.140.016481) შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:
1. დედგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

„11. მუხლი

ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციულ ერთეულის იერსახის გაუმჯობესების, მწვანე ნარგავების შენარჩუნების და ქუჩებში სისუფთავის დაცვის მიზნით, აიკრძალოს დაბა ასპინძის ტერიტორიაზე, მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის, კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ დაბის ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება. ქუჩები შეიძლება გამოყენებული იქნეს საძოვრებამდე, მეთვალყურეობით პირუტყვის გადაადგილების მიზნით.“.

2. დედგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 მუხლი:

„12. მუხლი

ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება და სამართალდარღვევის ოქმების შედგენა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავს და რეაგირებას ახდენს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი – „ასპინძის კეთილმოწყობა.“.

3. დედგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 მუხლი:

„13. მუხლი.

დაევალოს ა(ა)იპ – „ასპინძის კეთილმოწყობას“ აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა, დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის „ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოლის წესის“:

ა) მე- 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. პირუტყვის მოვლა-პატრონობა და დასაშვები ზონა

1. ასპინძის მუნიციპალიტეტის დაბა ასპინძის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე  დასაშვებია პირუტყვის ყოფნა, გარდა დაბის ქუჩებში, პარკებში, გაზონებზე, სკვერებში, საფეხმავლო ბილიკებზე, ტროტუარებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებისა.

2. დასაშვებია პირუტყვის მესაკუთრის (მეპატრონის) მეთვალყურეობის ქვეშ ქუჩების გადაკვეთა  მხოლოდ საძოვარზე გადარეკვის მიზნით.

3. პირუტყვის  მესაკუთრეები (მეპატრონეები) ვალდებული არიან:

ა) არ დაუშვან პირუტყვის უმეთვალყურეოდ გაშვება სპეციალური იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ: დაბის ქუჩებში, პარკებში, მოედნებზე, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში;

ბ) მკაცრად დაიცვან  პირუტყვის შენახვის და ვეტერინარიის  წესები, უზრუნველყონ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და არ დაუშვან საჯარო და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება და ავადმყოფი პირუტყვის გადაადგილება;

გ) პირუტყვის მესაკუთრე (მეპატრონე) ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დადგენილ დროში გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა და აანაზღაუროს მისი პირუტყვის მიერ მიყენებული ზიანი. ასევე, აანაზღაუროს პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები.“.

 ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი – ა(ა)იპ – „ასპინძის კეთილმოწყობა.“.

გ)  მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დაჭერილი და სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის გადაყვანის და ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯებს განსაზღვრავს ა(ა)იპ – „ასპინძის კეთილმოწყობა.“.

დ)  მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული პირუტყვის, იზოლაციის პერიოდში მოვლაპატრონობაზე და სპეციალურ ადგილზე გადაყვანის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირი – „ასპინძის კეთილმოწყობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე