“ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№16.12.655
სარეგისტრაციო კოდი
040030000.37.101.016066
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628040, 30/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობის

დადგენილება №16.12.655

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის № 17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

  1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის № 17.01.580 დადგენილებით (2009წ. 4 ივლისის გაზეთი „24 საათი“, №149) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში:

ა) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება 5 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 1000 ლარი; 1 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 1500 ლარი;”

 ბ) წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,დ) III და IV კლასის შენობა-ნაგებობებზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და პირველი პუნქტის ,,ა”, ,,გ.ა.”, ,,გ.ბ.” და ,,გ.გ.” ქვეპუნქტები სა, ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული 5და 3 -დღიანი დაჩქარებული მომსახურების, მე-2 და 22   პუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურებისა.”.

 2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

  ქ. თბილისის მერის პირველი

მოადგილე (ვიცე-მერი)   დ. ნინიძე