საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984წ., №12-ის დანართი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 1961 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში“.
2. 1962 მუხლის:
ა) სათაურსა და პირველ ნაწილში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
ბ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
3. 1963 მუხლის:
ა) სათაურიდან და პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „და ახალწვეულთა“;
ბ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
4. 1964 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
ბ) პირველ ნაწილში სიტყვები „სამხედრო კომისარიატების“ და „კომისარიატებში“ შესაბამისად შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების“ და „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
გ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“.
5. 1965 მუხლის:
ა) სათაურში სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
ბ) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „სამხედრო კომისარიატებსა და“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისარიატებში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებში“;
გ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.
6. 1966 მუხლის:
ა) პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „მმართველობის ადგილობრივი ორგანოების სოციალური უზრუნველყოფის განყოფილებათა მეშვეობით“, ხოლო სიტყვები „სამხედრო კომისარიატებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებს“;
ბ) მე-2 ნაწილში სიტყვები „რაიონულ (საქალაქო) სამხედრო კომისარიატებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებებს“;
გ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“;
დ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.“;
ე) მე-3 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.
7. 197-ე მუხლის:
ა) პირველ ნაწილში სიტყვები „სამხედრო კომისარიატში“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებაში“;
ბ) პირველი ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.“;
გ) მე-2 ნაწილის სანქცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“.
8. 220-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველ ქვეპუნქტში სიტყვები „რაიონის (ქალაქის) სამხედრო კომისრებს“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილებების ხელმძღვანელებს“.
9. 239-ე მუხლში სიტყვების „ამ კოდექსის 1962–1966“ შემდეგ დაემატოს რიცხვი „197“, ხოლო სიტყვები „რაიონის (ქალაქის) სამხედრო განყოფილების უფროსი“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სამხედრო განყოფილების ხელმძღვანელი“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 4 ივლისი.
№1619_რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.07.2002.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ მიღებულია 04.07.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1619. სარეგისტრაციო კოდი — 020.000.000.05.001.001.122.
- სად არის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.07.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“, №1619, 04.07.2002, სარეგისტრაციო კოდი 020.000.000.05.001.001.122 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.07.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13990/