„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№385
სარეგისტრაციო კოდი
390050020.10.003.016545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111012023, 13/10/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №385

2011 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზ ე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებ აში (სსმ, 2005 წ ელი, მუხ ლი 1066) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ ი დებულებ ის:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა)„თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ამასთან,შესაბამისი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადებში:

თ.ა) ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე,ტყითსარგებლობის გეგმით განსაზღვრული,ყოველწლიურად მოსაჭრელი და წინა წლების აუთვისებელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;

თ.ბ) თითოეული წლის მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისება დაწყებულ ი უნდა იქნეს წინა წლებში გამოყოფილი აუთვისებელი ტყეკაფ(ებ)ით და მხოლოდ მათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ათვისების შემდეგ განხორციელდეს ახალი ტყეკაფ(ებ)ის ათვისება დადგენილი წესით. ამასთან, ლიცენზი ანტი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ტყეკაფ(ებ)ის ათვისების თაობაზე (მათ შორის – ტყეკაფ(ებ)ის ათვისების დაწყებისა და დამთავრების თარიღების მითითებით);“;

ბ) „ც“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ც) განახორციელოს ტყეკაფის სრულად ათვისება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე,ტყითსარგებლობის გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“.

2. მე-8 მუხლის:

ა) 11 პუნქტის:

ა.ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ.გ“, „გ“, „დ“, „ვ“, „ზ“, „თ“და „ც“ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;“;

ა.ბ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტყეკაფების მონიშვნის სამუშაოების დაწყებამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგინოს საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმა და ინფორმაცია მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;“;

ა.გ) „ვ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზია ნ ტები ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესათანხმებლად წარადგენენ საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიულ განახლებულ გეგმას და ინფორმაციას მოსაწყობი ინფრასტრუქტურის შესახებ;“;

ბ) 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“და „თ“ქვეპუნქტები:

„ზ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მონიშნოს ტყეკაფები და ტყეკაფის მონიშვნის მასალები დადგენილი წესით წარუდგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ამასთან,შესაბამისი ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მოქმედების ვადებში:

ზ.ა) ყოველწლიურად შესაძლებელია მოპოვებულ იქნეს ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე,საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი და წინა წლების აუთვისებელი მერქნული რესურსის ოდენობა (მოცულობა) ლიცენზიით განსაზღვრული საერთო ოდენობის ფარგლებში;

ზ.ბ) თითოეული წლის მოსაჭრელი მერქნული რესურსის ათვისება დაწყებულ ი უნდა იქნეს წინა წლებში გამოყოფილი აუთვისებელი ტყეკაფ(ებ)ით და მხოლოდ მათი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად ათვისების შემდეგ განხორციელდეს ახალი ტყეკაფ(ებ)ის ათვისება დადგენილი წესით. ამასთან, ლიცენზი ანტი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია ტყეკაფ(ებ)ის ათვისების თაობაზე (მათ შორის – ტყეკაფ(ებ)ის ათვისების დაწყებისა და დამთავრების თარიღების მითითებით);

თ) განახორციელოს ტყეკაფის სრულად ათვისება ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე,საექსპლუატაციო ტყის ფონდის ათვისების პერსპექტიული გეგმით განსაზღვრული ყოველწლიურად მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობის ფარგლებში, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.“.

3. მე-9 მუხლის მე-20 და 23-ე პუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილებ ა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ‑მინისტრი                                                                                                                ნ. გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.10.2011.
როდის იქნა მიღებული „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 08.10.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №385. სარეგისტრაციო კოდი — 390050020.10.003.016545.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.10.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №385, 08.10.2011, სარეგისტრაციო კოდი 390050020.10.003.016545 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1489452/