1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და განახორციელოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით.
2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით;
ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვ