„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №402
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის№64 დადგენილებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 1 აპრილის №64 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 332) შეტანილ იქნეს ცვლილე ბა:
1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
აბესალომ კეკელია–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
მალხაზ აკიშბაია –საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
მარიამ გაბუნია–საქართველოს მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი მრჩეველი
გოგიტა გვენეტაძე–საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
მამუკა ვაწაძე–საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე
სერგო კალაძე–საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო პროგრამებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის დეპარტამენტის საერთაშორისო პროგრამების სამმართველოს უფროსი
გიორგი კუბლაშვილი–საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში
ეკა პაატაშვილი–საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს უფროსი
თამარ პატარიძე–საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
მანანა ქავთარაძე–საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი
ირაკლი ქაშიბაძე–საქართველოს ეკონომიკი სა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ყაველაშვილი–საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ნანა შავიძე–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და ვაჭრობის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი
მამუკა ციხელაშვილი–საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი
მიხეილ ჯანელიძე–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
ბექა ჯაყელი–საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.“.
2. მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური