„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №405
2011 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 15 თებერვლის №77 დადგენილებაში (სსმ, ვებპორტალი, 17/02/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №2 დანართის (ინფექციური დაავადებების მართვა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 2,682.5 ათასი ლარით.“.
2. №3 დანართის (ტუბერკულოზის მართვა):
ა) მე-3 მუხლის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა1“ ქვეპუნქტი:
„ა.ა1) ლაბორატორიული კვლევები 2011 წლის 1 ნოემბრიდან დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში განხორციელდება ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის ფარგლებში;“;
ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტი:
დ.ა) იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით);
დ.ბ) დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ნოემბრიდან).“;
ბ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 9 631 015.0 ლარით დანართი 3.3-ის შესაბამისად.“;
გ) დანართი 3.1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3.1 – ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება გლობალური ბიუჯეტით
№
თვითმმართველი ერთეულები
თვის ბიუჯეტი (2011 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით) (ლარებით)
თვის ბიუჯეტი (2011 წლის 1 ნოემბრიდან) (ლარებით)
1
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
819
624
2
ასპინძის მუნიციპალიტეტი
852
852
3
ონის მუნიციპალიტეტი
762
566
4
თიანეთის მუნიციპალიტეტი
825
825
5
ადიგენის მუნიციპალიტეტი
898
898
6
ცაგერის მუნიციპალიტეტი
853
633
7
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
798
603
8
მესტიის მუნიციპალიტეტი
810
616
9
ახალგორის მუნიციპალიტეტი
784
784
10
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
965
770
11
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
872
677
12
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
952
952
13
დმანისის მუნიციპალიტეტი
883
883
14
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
1,148
1,148
15
ახალციხის მუნიციპალიტეტი
924
924
16
დუშეთის მუნიციპალიტეტი
948
948
17
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
799
600
18
ქედის მუნიციპალიტეტი
817
621
19
ტყიბულის მუნიციპალიტეტი
862
665
20
ბაღდათის მუნიციპალიტეტი
866
671
21
ვანის მუნიციპალიტეტი
957
761
22
აბაშის მუნიციპალიტეტი
956
762
23
ხონის მუნიციპალიტეტი
902
707
24
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
1,109
914
25
წალკის მუნიციპალიტეტი
806
806
26
ქარელის მუნიციპალიტეტი
1,210
988
27
ხულოს მუნიციპალიტეტი
908
711
28
ახმეტის მუნიციპალიტეტი
1,015
791
29
სიღნაღის მუნიციპალიტეტი
820
621
30
ყვარლის მუნიციპალიტეტი
810
626
31
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
848
848
32
თერჯოლის მუნიციპალიტეტი
670
670
33
საჩხერის მუნიციპალიტეტი
978
795
34
ხობის მუნიციპალიტეტი
1,167
987
35
კასპის მუნიციპალიტეტი
1,317
1,097
36
ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
920
920
37
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
1,029
1,029
38
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
1,150
969
39
მარტვილის მუნიციპალიტეტი
947
765
40
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
1,249
1,069
41
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
1,267
862
42
ხაშურის მუნიციპალიტეტი
1,098
876
43
სენაკის მუნიციპალიტეტი
1,355
1,174
44
მცხეთის მუნიციპალიტეტი
1,476
1,476
45
თელავის მუნიციპალიტეტი
932
747
46
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
1,420
1,420
47
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
1,339
1,157
48
ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქუტირი
208
208
49
შუახევის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზამლეთი
2,363
2,015
50
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
2,887
2,484
51
თვითმმართველი ქალაქი ფოთი
7,896
7,494
52
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
3,439
3,032
53
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
3,370
2,967
54
მარნეულის მუნიციპალიტეტი
4,392
4,392
55
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
5,274
4,875
56
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
4,029
3,627
57
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
6,289
5,758
58
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
4,096
3,693
59
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
6,364
5,920
60
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
13,649
12,450
61
თვითმმართველი ქალაქი ბათუმი
12,463
11,474
62
გორის მუნიციპალიტეტი
9,609
9,075
63
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
13,412
10,996
64
ადიგენის მუნიციპალიტეტი, დაბა აბასთუმანი
3,339
3,339
65
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
12,233
12,233
66
თვითმმართველი ქალაქი თბილისი
80,440
80,440.“;
დ) დანართი 3.3 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 3.3 – პროგრამის ბიუჯეტი
№
ღონისძიება
ბიუჯეტი (ლარებით)
1
ამბულატორიული მომსახურება
2,886,560
2
რეფერენს კონტროლის კომპონენტი (მათ შორის, რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები)
1,043, 670
2.1
რეფერენს ლაბორატორია
419,650
2.2
ზედამხედველობა
96,000
2.3
რეზისტენტული ტუბერკულოზის მართვის სრულყოფის ღონისძიებები (2011 წლის 1 ოქტომბრამდე)
528,020
3
სტაციონარული მომსახურება (მათ შორის, რეზისტენტული ფორმების მკურნალობა)
5,669,410
4
იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით)
11,200
5
დასავლეთ საქართველოში, კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ტუბერკულოზის ლაბორატორიული მომსახურების პილოტური განხორციელება (2011 წლის 1 ნოემბრიდან)
20,175
სულ:
9,631,015.“.
3. №5 დანართის (დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა):
ა) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,481.8 ათასი ლარით დანართი 5.6‑ის შესაბამისად.“;
ბ) დანართი 5.6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი 5.6 – პროგრამის ბიუჯეტი
№
მომსახურებები
ბიუჯეტი (ლარებით)
1
ანტენატალური მეთვალყურეობა
1,959,500.0
2
მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა
1,434,500.0
3
გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა
188,800.0
4
ორსულებში B ჰეპატიტის და აივ-ინფექციის/შიდსის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებით უზრუნველყოფა
99,000.0
5
ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე
800,000.0
სულ:
4,481,800.0.“.
4. №7 დანართის (სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტია 565 ათასი ლარი, აქედან:
ა) მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ბიუჯეტი განისაზღვრება 465 ათასი ლარით;
ბ) მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტი განისაზღვრება 100 ათასი ლარით.“.
5. №8 დანართში (ნარკომანია):
ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.“;
ბ) მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. დაფინანსების მეთოდოლოგია და ანაზღაურების წესი
1. ნარკომანიით დაავადებულთა სტაციონარული დეტოქსიკაციის ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1250 ლარისა, ხოლო პირველადი რეაბილიტაცია – ასევე ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2. ნარკომანიით დაავადებულთა სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში თვის ლიმიტი განისაზღვროს 23 პაციენტის მომსახურების საშუალო ღირებულებით – 51 750 ლარით.
3. ჩანაცვლებითი თერაპიის კომპონენტი დაფინანსდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს ამ კომპონენტისთვის პროგრამით გათვალისწინებული თანხის 1/12-ისა ყოველთვიურად.
4. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, რაც ერთი პაციენტის მხრიდან შეადგენს ერთი თვის განმავლობაში 150 ლარს. თანაგადახდა არ ეხებათ აივ‑ინფექციით დაავადებულებს.“;
გ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,355.15 ათასი ლარით.
№
კომპონენტის დასახელება
ბიუჯეტი
(ათას ლარებში)
1
სტაციონარული დეტოქსიკაცია
68.75
2
ჩამანაცვლებელი ნარკოტიკის მიწოდების და სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა
1,286.4
სულ:
1,355.15.“;
დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:
„მუხლი 7. დამატებითი პირობები
პროგრამის მე‑3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი უზრუნველყოფს ბენეფიციართა რიგის ფორმირებას, სადაც პრიორიტეტი ენიჭება ბენეფიციარებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) პაციენტები, რომლებსაც ჯერ არ უსარგებლიათ „ნარკომანიის სახელმწიფო პროგრამის“ „სტაციონარული დეტოქსიკაციისა და პირველადი რეაბილიტაციის“ კომპონენტით;
ბ) აივ‑ინფექციით/შიდსით ინფიცირებული პაციენტები, რათა შემცირდეს აივ‑ინფექციის/შიდსის ტრანსმისია;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000‑ს;
დ) 18–25 წლამდე ასაკის პაციენტები;
ე) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები.“.
6. №9 დანართის (ანტირაბიული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 307.4 ათასი ლარით.“.
7. №15 დანართის (დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 18,439.1 ათასი ლარით.“.
8. №16 დანართის (გულის ქირურგია) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,607.9 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) გულის თანდაყოლილი მანკების კარდიოქირურგიული მკურნალობა – 3,798.6 ათასი ლარით;
ბ) გულისა და მაგისტრალური სისხლძარღვების შეძენილი პათოლოგიების კარდიოქირურგიული მკურნალობა – 3,036.3 ათასი ლარით;
გ) კორონარული ანგიოპლასტიკა – 773.0 ათასი ლარით.“.
9. №18 დანართის (იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) მემკვიდრული ჰიპოგამაგლობულინემიით (ბრუტონის დაავადება) დაავადებული 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები;“.
10. №20 დანართის (სოფლის ექიმი) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15,123.8 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) ამბულატორიული მომსახურება სოფლად – 11,809.7 ათასი ლარით;
ბ) ამბულატორიული მომსახურება სპეცდაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებში – 3,314.1 ათასი ლარით.“.
11. №21 დანართის (რეფერალური დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 7,457,1 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 7,144.1 ათასი ლარით;
ბ) საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა გეგმური სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურების კომპონენტი – 308.0 ათასი ლარით;
გ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 5.0 ათასი ლარით.“.
12. №22 დანართის (3 წლამდე ასაკის ბავშვთა გადაუდებელი და სტაციონარული დახმარება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,904.5 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სტაციონარული დახმარება – 11,504.5 ათასი ლარით;
ბ) გადაუდებელი დახმარება – 400.0 ათასი ლარით.“.
13. №23 დანართის (მოსახლეობის ურგენტული მომსახურება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 13,355.3 ათასი ლარით.“.
14. №24 დანართის (ზოგადი ამბულატორიული მომსახურება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11,850.7 ათასი ლარით.“.
15. №26 დანართის (სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1,433.1 ათასი ლარით, მათ შორის:
ა) სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი – 1,135.0 ათასი ლარით;
ბ) სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარული გამოკვლევების კომპონენტი – 298.1 ათასი ლარით.“.
მუხლის 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური