საქართველოს პარლამენტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე გამოთხოვის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
საქართველოს პარლამენტიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე გამოთხოვის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ იქნეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი – „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე (საქართველოს პარლამენტში წარდგენის თარიღია 24.06.2009 წელი, №04-02-23/621).
2. დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ზოსიძე
ბათუმი,
2011 წლის
№143-უ.ს.შ.ს.