„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის" წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2011 წლის 28 ნოემბერი
ქ. კასპი
„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც’’ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. შემოღებულ იქნეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება.
2. დამტკიცდეს „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი (დანართი №1).
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ. მესროფაშვილი
დანართი №1
„კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მინიჭების წესი
1. „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება გადაეცემა კასპის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეს მისი თანხმობით ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში გაწეული განსაკუთრებული პირადი წვლილის აღსანიშნავად.
2. ,,კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას ანიჭებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოებრივი ორგანოების წარდგინებით, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე.
3. „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდება ენიჭებათ:
ა) კასპის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
ბ) ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის;
გ) უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და კასპის მუნიციპალიტეტის წინაშე, კასპის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
4. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებს ეძლევათ „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების მოწმობა.
5. კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის გვარი შეტანილ იქნება „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდების წიგნში.
6. „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ წოდებას საზეიმო ვითარებაში გადასცემს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ან მისგან უფლებამოსილი პირი.
7. „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეობის’’ ჩამორთმევა შეუძლია კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნის საფუძველზე, „კასპის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მიერ უღირსი საქციელის ჩადენის, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლის ან საკუთარი ინიციატივით.