საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№918
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.000.928
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 28/06/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:

1. 25-ე მუხლის მე-4 ნაწილს ბოლოში დაემატოს სიტყვები „გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა.“.

2. 26-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 26. განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვის წესი“;

ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 ნაწილები:

„3. საქმის საკასაციო წესით განმხილველ შემადგენლობას ამ მუხლის პირველი ნაწილითა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას.

4. უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმე საკასაციო წესით განიხილება ამ კოდექსისა და „უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.“.

3. 403-ე მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ ნაწილად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 ნაწილი:

„2. სასამართლომ უნდა აცნობოს მხარეებს დიდ პალატაში საქმის გადაცემისა და მისი განხილვის თარიღის შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2001 წლის 8 ივნისი.

№918-IIს

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.06.2001.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“?
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 08.06.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №918. სარეგისტრაციო კოდი — 060.000.000.05.001.000.928.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.06.2001 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ“, №918, 08.06.2001, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.928 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.06.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/15352/