„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13-68
სარეგისტრაციო კოდი
330090020.36.101.016086
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 111226050, 28/12/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის საკრებულოს

გადაწყვეტილება №13-68

2011 წლის 23 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:

1. „ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილებით (,,საქართველოს რესპუბლიკა“, 18.04.2009, №77-78 გვ. 6-17) დამტკიცებულ ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) 21-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 21. დაშენება-მიშენებების და მანსარდების მოწყობა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე“

ბ) 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

,,11. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე, რომლებსაც დაშენების გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე და რომელზეც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, დაშენება ნებადართულია ინდივიდუალურად, ერთიანი იერსახის ესკიზის საფუძველზე, იერსახის მოწესრიგების მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით  დამტკიცებული წესით რეგულირებად საკითხებზე.“

გ) 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე ფასადზე, რომელზედაც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვს დასრულებული არქიტექტურული იერსახე, მიშენება ნებადართულია მხოლოდ ერთიანი პროექტის ფარგლებში, იერსახის მოწესრიგების მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით რეგულირებად საკითხებზ ე.“;

დ) 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე შიდა ეზოს სივრცის მხარეს, რომელიც არ იკითხება ქუჩის (გარდა შიდაკვარტალური ქუჩების და ჩიხების) მხრიდან და რომელზეც დოკუმენტურად დადასტურებული იქნება მზიდი კონსტრუქციების მდგრადობა, უნებართვოდ ან სხვა მიზეზის შედეგად ნაწილობრივ მიშენებული, დამთავრებული ან დაუმთავრებელი ლოჯიების ან სხვაგვარი მშენებლობის გამო დაკარგული აქვთ დასრულებული არქიტექტურული იერსახე, მიშენება ნებადართულია ინდივიდუალურად, იერსახის მოწესრიგების მიზნით. აღნიშნული არ ვრცელდება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით რ ეგულირებად საკითხებზე.“.

 2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     ზ. სამადაშვილი