ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ
ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ტრანსპორტი – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მილსადენი ტრანსპორტი;
ბ) კომუნიკაციები – კავშირგაბმულობა და ფოსტა;
გ) სატრანსპორტო სისტემა – სატრანსპორტო საშუალებათა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზებისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
დ) სატრანსპორტო პროცესი – პოლიტიკურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადატანაში მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ;
ე) სატრანსპორტო საქმიანობა (ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა) – სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;
ვ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მათ შორის, პნევმატური ტრანსპორტი, საქალაქო ელექტროტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მილსადენი ტრანსპორტი;
ზ) სატრანსპორტო საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას, ტვირთების გადატანას ან/და სხვა სატრანსპორტო საქმიანობას;
თ) ტრანსპორტის მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება სატრანსპორტო ქსელში;
ი) სატრანსპორტო ქსელი – მიმოსვლის გზათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სივრცის ნაწილს და მოწყობილია სატრანსპორტო პროცესის განსახორციელებლად;
კ) ტრანსპორტის სახეობა – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა კონკრეტული ტიპის მოძრავი შემადგენლობა. ტრანსპორტის სახეობა განისაზღვრება იმ სატრანსპორტო საშუალებით ან ინფრასტრუქტურით, რომლითაც ხორციელდება მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადატანა;
ლ) გადაზიდვა – კანონით დადგენილი წესით მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადატანა სატრანსპორტო ქსელში ტრანსპორტის სახეობით. გადაზიდვის სახეებია: სატრანზიტო, შერეული, შიდა და საერთაშორისო;
მ) სატრანზიტო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად გადაკვეთს მესამე (ერთი ან რამდენიმე) ქვეყნის ტერიტორიას მარშრუტის მთელ სიგრძეზე დატვირთვის/ჩასხდომის და გადმოტვირთვის/გადმოსხდომის გარეშე;
ნ) შერეული (მულტიმოდალური, კომბინირებული) გადაზიდვა – ერთი მულტიმოდალური ხელშეკრულების საფუძველზე არანაკლებ ორი ტრანსპორტის სახეობითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით განხორციელებული გადაზიდვა;
ო) შიდა გადაზიდვა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა/ჩასხდომა და გადმოტვირთვა/გადმოსხდომა);
პ) საერთაშორისო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა/ჩასხდომა და გადმოტვირთვა/გადმოსხდომა), მათ შორის, ტრანზიტი ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით;
ჟ) მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სატრანსპორტო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სატრანსპორტო მომსახურებით;
რ) ტვირთი – სატრანსპორტო საწარმოს მიერ გადატანილი ყველანაირი ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების, მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;
ს) სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო;
ტ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა;
უ) სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური – ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებასთან, მათ შორის, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან, ტარიფის შემუშავებასთან, სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;
ფ) ადმინისტრაციის სანებართვო საქმიანობა – ამ კანონის მიზნებისათვის, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთჯერადი ან/და ვადიანი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ქ) ადმინისტრაციის სარეგისტრაციო საქმიანობა – ამ კანონის მიზნებისათვის, ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღნუსხვა-აღრიცხვასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ღ) ადმინისტრაციის მიერ ტარიფის შემუშავება – ამ კანონის საფუძველზე ტრანსპორტის სფეროში ტარიფის დადგენისათვის სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ყ) ადმინისტრაციის მიერ სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება – ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო საქმიანობისა და მასში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.
მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები
1. ამ კანონის მიზანია:
ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დააკისროს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი მარეგულირებელი და ოპერატიულ- სამეურნეო ფუნქციებისგან;
ბ) საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების საფუძველზე განსაზღვროს ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის რეგულირების ძირითადი პრინციპები სატრანსპორტო სისტემაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირებისა და მომხმარებლების მიმართ და ამ მიზნით შექმნას საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების მარეგულირებელ ორგანოთა ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძველი;
გ) უზრუნველყოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.
2. ამ კანონის ამოცანაა:
ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისა და სარგებლობის ხარჯების ზუსტი ასახვა სატარიფო სისტემაში;
ბ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის.
მუხლი 3. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დანიშნულება
ტრანსპორტი და კომუნიკაციები წარმოადგენს საქართველოს მეურნეობის ინფრასტრუქტურის განუყოფელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებით, ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებასა და სარგებლობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
მუხლი 4. კანონმდებლობა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში
1. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ტრანსპორტის სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ეს კანონი არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ და „საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ და სხვა დანიშნულების მილსადენებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ნახშირწყალბადების ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
თავი II. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა და რეგულირება
მუხლი 5. ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების განმახორციელებელი ორგანოები
1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობას არეგულირებენ სატრანსპორტო ადმინისტრაციები, კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტში – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, სარკინიგზო ტრანსპორტში – სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, საზღვაო ტრანსპორტში – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ხოლო საჰაერო ტრანსპორტში – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ტრანსპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი გადაზიდვების რეგულირება;
ბ) სატრანსპორტო სისტემის მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა სატრანსპორტო მომსახურების ბაზრის განვითარებაში;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 6. სამინისტრო. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
1. სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სატრანსპორტო სისტემის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიის, პრიორიტეტისა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, აგრეთვე ამ პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი;
ბ) ტრანსპორტის დარგების რაციონალური განვითარების, ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის ინტერესების შესაბამისად „ტრასეკასა“ და საინფორმაციო დერეფნების მაქსიმალური ამოქმედებისა და მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
გ) ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა, დარგების ეკონომიკური მდგომარეობისა და საბიუჯეტო შენატანების მონიტორინგი;
დ) სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, შესაბამის უწყებებთან ერთად ინსტიტუციური მშენებლობის, კომერციალიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;
ვ) ტრანსპორტის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინფორმაციული და ინტერნეტტექნოლოგიების, გეოპოზიციური და ინტელექტუალური სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
თ) ტრანსპორტის სფეროში გარემოს დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სატრანსპორტო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს ეკოლოგიური ასპექტის მაქსიმალურად გათვალისწინება;
ი) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის სახელმწიფო სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება;
კ) სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცება;
ლ) ადმინისტრაციების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამინისტრო არ ახორციელებს მარეგულირებელ და ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს საწარმოები ვალდებულნი არიან 7 დღის ვადაში მიაწოდონ სამინისტროს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები.
მუხლი 7. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის პრინციპები
ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თანასწორუფლებიანობა;
ბ) მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საკონკურენციო გარემოს შექმნა;
დ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების გამოყენება, აგრეთვე ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვა და ეფექტიანად გამოყენება;
ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ტექნიკური ნორმების შესაბამისი მომსახურების სფეროს გაფართოება და მომსახურების ხარისხის ამაღლება;
ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა დემოკრატიულობის, საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების შესაბამისად.
მუხლი 8. საერთაშორისო თანამშრომლობა
1. ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს წარმოადგენენ სამინისტრო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო ადმინისტრაციები.
2. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
3. სხვა სახელმწიფოთა სატრანსპორტო ადმინისტრაციებთან და ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სამინისტრო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო ადმინისტრაციები იცავენ საქართველოს ინტერესებს.
თავი III. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები
მუხლი 9. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოთა სტატუსი და ფუნქციები
1. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები –საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები (შემდგომში – ადმინისტრაცია) არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. კონკრეტული ადმინისტრაციის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.
2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და ეს კანონი.
3. ადმინისტრაცია იქმნება ამ კანონის შესაბამისად. მის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
4. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება და სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ მათი რეგულირება;
ბ) საკონკურენციო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
გ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის ნებართვების პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
დ) ტრანსპორტის სფეროში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) ტრანსპორტის სფეროში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების დამზადებისა და მიწოდების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
ი) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
კ) სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების რეგისტრაცია.
5. სატრანსპორტო საწარმო ადმინისტრაციას უხდის სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით. საფასური უნდა იყოს მართლზომიერი და არადისკრიმინაციული.
მუხლი 10. ადმინისტრაციის თავმჯდომარე
1. ადმინისტრაციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 11. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამ კანონისა და ადმინისტრაციის დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
2. თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს თავის მოადგილეს.
3. თავმჯდომარე ერთპიროვნულად უძღვება ადმინისტრაციის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პერსონალურად აგებს პასუხს ადმინისტრაციის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე.
მუხლი 12. ადმინისტრაციის თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომლები
1. ადმინისტრაციას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. მხოლოდ ადმინისტრაციის თავმჯდომარეს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის თანამშრომლები.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების შრომით ურთიერთობებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირებისა და აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით.
4. ადმინისტრაციის თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ მათი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრონ სასამართლოში.
მუხლი 13. ადმინისტრაციის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი
ადმინისტრაციის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტია გადაწყვეტილება.
მუხლი 14. ადმინისტრაციის ბიუჯეტი
1. ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ადმინისტრაციის ყველა შემოსავალი და ხარჯი, მათ შორის, ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი.
2. ადმინისტრაციის ბიუჯეტის წყაროებია:
ა) სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
3. სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ადმინისტრაცია ამ თანხას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებს.
5. ადმინისტრაციის ბიუჯეტს შესაბამის დასაბუთებასთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით.
6. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის საქმიანობისათვის საჭირო თანხას გაიღებს ადმინისტრაცია.
7. ადმინისტრაციის შემოსავლის 20%-მდე ირიცხება სამინისტროს ანგარიშზე, სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 15. ადმინისტრაციის ანგარიში
ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
მუხლი 16. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაცია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობას.
2. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ადმინისტრაციის თავმჯდომარის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
თავი IV. ტრანსპორტის სფეროში სანებართვო და სასერტიფიკაციო საქმიანობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
მუხლი 17. ტრანსპორტის სფეროში სანებართვო საქმიანობის ორგანიზება
1. ტრანსპორტის სფეროში ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის საფუძველზე.
2. ნებართვის გაცემის წესი და პირობები, აგრეთვე სანებართვო საქმიანობის სახეები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. ტრანსპორტის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 18. ტრანსპორტის სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირება
1. ტრანსპორტის სფეროში პროდუქცია და მომსახურება სერტიფიცირებული უნდა იყოს.
2. ტრანსპორტის სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 19. სატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისას გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. საქართველოში საექსპლუატაციოდ დაიშვებიან ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ, კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რომელიც გამორიცხავს გარემოზე სატრანსპორტო საშუალების მავნე ზემოქმედების ნორმების გადამეტებას, და უზრუნველყოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
3. სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტის მუშაობის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით.
4. პირებს, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროფესიული მომზადების დამადასტურებული დოკუმენტი.
5. სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო ადმინისტრაციების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის გამო საძებნ-სამაშველო სამუშაოებისა და შესაბამისი საინსპექციო მოკვლევის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსების წესი, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებისა და მესაკუთრეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
თავი V. სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურება
მუხლი 20. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
1. მომხმარებელს აქვს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების სახის არჩევის უფლება.
2. მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ეროვნულ ტექნიკურ ნორმებს.
3. აკრძალულია მომსახურების გაწევა იმ სატრანსპორტო სისტემით ან საშუალებით, რომლის შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან სერტიფიკატით არ არის დადასტურებული.
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ტრანსპორტის სფეროში კანონმდებლობის დარღვევისათვის
ტრანსპორტის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI. ტარიფები
მუხლი 22. ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები
1. ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფები:
ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;
ბ) მოიცავს მომსახურებისათვის საჭირო, ეკონომიკურად გამართლებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის, ექსპლუატაციის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების ხარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს, სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების ოდენობას, რომელიც საკმარისია სატრანსპორტო საწარმოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად.
2. სატარიფო პოლიტიკის პრინციპები და ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით საზოგადოების ყველა ფენის ეფექტიან მომსახურებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სახეების განვითარებას;
ბ) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების პროცესში უზრუნველყოს რეგიონის, ქვეყნის ცალკეული რეგიონების განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინება;
გ) სათანადო პირობები შექმნას სამეწარმეო გარემოსა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, ხარისხიანი მომსახურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ე) უზრუნველყოს, რომ სატარიფო სისტემა იყოს მარტივი და გასაგები;
ვ) არ დაუშვას მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სატრანსპორტო საწარმოთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.
3. მომსახურების სახეების მიხედვით სხვადასხვა ტარიფის შემუშავება შეიძლება პიკური სიდიდის, საშუალო სიდიდის, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების მიხედვით. ადმინისტრაციას შეუძლია გამოიყენოს უახლესი სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციას და სხვა ფაქტორებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება სატრანსპორტო საწარმოსა და მომხმარებლის ინტერესებს.
მუხლი 23. ადმინისტრაციისა და სამინისტროს უფლებამოსილება ტარიფების შემუშავებასა და დამტკიცებაში
1. ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგია და პროცედურა მტკიცდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. ადმინისტრაცია ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურის შესაბამისად ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისათვის შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზღვრულ ან ფიქსირებულ ტარიფებს, თუ:
ა) მომსახურების კონკრეტულ სახეზე ტარიფი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ადმინისტრაცია დაასაბუთებს, რომ მომსახურების კონკრეტულ სახეზე გარკვეულ პერიოდში შექმნილია არაკონკურენტუნარიანი გარემო.
3. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ტარიფი მტკიცდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. ტარიფების შემუშავებისა და დამტკიცების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, აგრეთვე ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები.
5. სატრანსპორტო საწარმოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციას წარუდგინონ ინფორმაცია ზღვრული ტარიფის ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით, ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით.
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 24. გარდამავალი დებულებანი
1. ადმინისტრაციებმა თავიანთი უფლებამოსილების განხორციელება დაიწყონ 2002 წლის 1 იანვრიდან.
2. აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ამ კანონს შეუსაბამოს კანონქვემდებარე აქტები და საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით 2002 წლის 1 იანვრამდე მიიღოს ყველა საჭირო ზომა ადმინისტრაციების სრული ამოქმედებისათვის.
3. 2002 წლის 1 იანვრამდე ადმინისტრაციების უფლებამოსილება განახორციელონ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული თანხის აკუმულირების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის ანგარიშის გახსნა სახაზინო სამსახურში.
მუხლი 25. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1012-რს
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ
საქართველოს კანონი
ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ
ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ საფუძვლებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
ა) ტრანსპორტი – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მილსადენი ტრანსპორტი;
ბ) კომუნიკაციები – კავშირგაბმულობა და ფოსტა;
გ) სატრანსპორტო სისტემა – სატრანსპორტო საშუალებათა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, საავტომობილო გზებისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
დ) სატრანსპორტო პროცესი – პოლიტიკურ-ეკონომიკურ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია მგზავრების გადაყვანასა და ტვირთების გადატანაში მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაკენ;
ა) ტრანსპორტი – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო, საჰაერო, საბაგირო, სპეციალური, მილსადენი ტრანსპორტი;
ბ) (ამოღებულია);
გ) სატრანსპორტო სისტემა – სატრანსპორტო საწარმოთა, სატრანსპორტო საშუალებათა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
დ) სატრანსპორტო პროცესი – პოლიტიკურ-ეკონომიკურ და ტექნიკურ-საექსპლუატაციო ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას, აგრეთვე აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების (საავიაციო სამუშაოები, ბუქსირზიდვა და ა. შ.) წარმოებაზე;
ე) სატრანსპორტო საქმიანობა (ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა) – სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;
ვ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო, საჰაერო, საბაგირო, სამდინარო, სპეციალური, მათ შორის, პნევმატური ტრანსპორტი, საქალაქო ელექტროტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მილსადენი ტრანსპორტი;
ზ) სატრანსპორტო საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს მგზავრების გადაყვანას, ტვირთების გადატანას ან/და სხვა სატრანსპორტო საქმიანობას;
ვ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო, საჰაერო, საბაგირო, სპეციალური, მათ შორის, პნევმატური ტრანსპორტი, საქალაქო ელექტროტრანსპორტი, მათ შორის, მეტროპოლიტენი, და საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული მილსადენი ტრანსპორტი;
ზ) სატრანსპორტო საწარმო – ფიზიკური ან იურიდიული პირი, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ტვირთის გადაზიდვას ან/და სხვა სატრანსპორტო საქმიანობას;
თ) ტრანსპორტის მოძრაობა – სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება სატრანსპორტო ქსელში;
ი) სატრანსპორტო ქსელი – მიმოსვლის გზათა ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს სივრცის ნაწილს და მოწყობილია სატრანსპორტო პროცესის განსახორციელებლად;
კ) ტრანსპორტის სახეობა – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასატანად გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა კონკრეტული ტიპის მოძრავი შემადგენლობა. ტრანსპორტის სახეობა განისაზღვრება იმ სატრანსპორტო საშუალებით ან ინფრასტრუქტურით, რომლითაც ხორციელდება მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადატანა;
ლ) გადაზიდვა – კანონით დადგენილი წესით მგზავრების გადაყვანა და ტვირთების გადატანა სატრანსპორტო ქსელში ტრანსპორტის სახეობით. გადაზიდვის სახეებია: სატრანზიტო, შერეული, შიდა და საერთაშორისო;
მ) სატრანზიტო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის ერთი და იმავე სატრანსპორტო საშუალებით განხორციელებული გადაზიდვა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება აუცილებლად გადაკვეთს მესამე (ერთი ან რამდენიმე) ქვეყნის ტერიტორიას მარშრუტის მთელ სიგრძეზე დატვირთვის/ჩასხდომის და გადმოტვირთვის/გადმოსხდომის გარეშე;
ნ) შერეული (მულტიმოდალური, კომბინირებული) გადაზიდვა – ერთი მულტიმოდალური ხელშეკრულების საფუძველზე არანაკლებ ორი ტრანსპორტის სახეობითა და ერთიანი სატრანსპორტო დოკუმენტით განხორციელებული გადაზიდვა;
ო) შიდა გადაზიდვა – საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა/ჩასხდომა და გადმოტვირთვა/გადმოსხდომა);
კ) ტრანსპორტის სახეობა – მგზავრთა გადასაყვანად და ტვირთის გადასაზიდად გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა კონკრეტული ტიპის მოძრავი შემადგენლობა. ტრანსპორტის სახეობა განისაზღვრება იმ სატრანსპორტო საშუალებების ან/და ინფრასტრუქტურების ერთობლიობით, რომლებითაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, აგრეთვე სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოება;
ლ) (ამოღებულია);
მ) (ამოღებულია);
ნ) (ამოღებულია);
ო) (ამოღებულია);
პ) საერთაშორისო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა/ჩასხდომა და გადმოტვირთვა/გადმოსხდომა), მათ შორის, ტრანზიტი ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით;
ჟ) მომხმარებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სატრანსპორტო საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობს სატრანსპორტო მომსახურებით;
რ) ტვირთი – სატრანსპორტო საწარმოს მიერ გადატანილი ყველანაირი ქონება, ცხოველთა სამყაროს ცოცხალი ობიექტების, მათი დერივატებისა და ცხოველქმედების პროდუქტების ჩათვლით, აგრეთვე კონტეინერები, პალეტები და ანალოგიური საგნები;
ს) სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო;
ს) (ამოღებულია);
ტ) ტრანსპორტის სფერო – სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო პროცესის ერთობლიობა;
უ) სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური – ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებასთან, მათ შორის, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან, ტარიფის შემუშავებასთან, სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;
ფ) ადმინისტრაციის სანებართვო საქმიანობა – ამ კანონის მიზნებისათვის, ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ერთჯერადი ან/და ვადიანი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ქ) ადმინისტრაციის სარეგისტრაციო საქმიანობა – ამ კანონის მიზნებისათვის, ტრანსპორტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების აღნუსხვა-აღრიცხვასთან დაკავშირებით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ღ) ადმინისტრაციის მიერ ტარიფის შემუშავება – ამ კანონის საფუძველზე ტრანსპორტის სფეროში ტარიფის დადგენისათვის სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა;
ყ) ადმინისტრაციის მიერ სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება – ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია სატრანსპორტო საქმიანობისა და მასში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფისაკენ.
უ) სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური – ამ კანონის საფუძველზე საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს ნორმატიული აქტით განსაზღვრული საფასური, რომელიც სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბიუჯეტის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, დაკავშირებულია საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციისათვის მინიჭებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებასთან, მათ შორის, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობასთან, ტარიფის შემუშავებასთან, სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებასთან და არ წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს;(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი) [საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2]
ფ) საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობა – ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული განსაზღვრულვადიანი ან განუსაზღვრელვადიანი საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასა და გაუქმებასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა;
ქ) კომისიის სარეგისტრაციო საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სატრანსპორტო სისტემისა და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვასთან დაკავშირებით კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა;
ღ) კომისიის მიერ ტარიფის დამტკიცება/რეგულირება – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ტარიფის დამტკიცებისათვის/რეგულირებისათვის კომისიის მიერ გაწეული საქმიანობა;
ყ) კომისიის მიერ სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების/უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობა და კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით კომისიის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში სატრანსპორტო საქმიანობისა და მასში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოებას/უშიშროებას;
შ) სატრანსპორტო უშიშროება – ღონისძიებათა კომპლექსი, აგრეთვე ადამიანებისა და მატერიალური საშუალებების რესურსი, რომლებიც გამოიყენება საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების საქმიანობაში არაკანონიერი ჩარევის აქტებისაგან დაცვის მიზნით;
ჩ) ტერმინები – ტექნიკური რეგლამენტი, შესაბამისობის შეფასება, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი), პროდუქცია, უსაფრთხო პროდუქცია – განიმარტება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ც) რეგულირების საფასური – ტერმინი განიმარტება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 2. კანონის მიზნები და ამოცანები🔗
1. ამ კანონის მიზანია:
ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დააკისროს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი მარეგულირებელი და ოპერატიულ- სამეურნეო ფუნქციებისგან;
ბ) საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების საფუძველზე განსაზღვროს ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის რეგულირების ძირითადი პრინციპები სატრანსპორტო სისტემაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირებისა და მომხმარებლების მიმართ და ამ მიზნით შექმნას საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების მარეგულირებელ ორგანოთა ჩამოყალიბების სამართლებრივი საფუძველი;
გ) უზრუნველყოს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის განვითარება.
2. ამ კანონის ამოცანაა:
ა) კონკურენციის განვითარების საფუძველზე და არაკონკურენტული ბაზრის რეგულირების მექანიზმების გამოყენებით უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისა და სარგებლობის ხარჯების ზუსტი ასახვა სატარიფო სისტემაში;
ბ) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის.
მუხლი 3. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების დანიშნულება
ტრანსპორტი და კომუნიკაციები წარმოადგენს საქართველოს მეურნეობის ინფრასტრუქტურის განუყოფელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო და საკომუნიკაციო სისტემებით, ქსელებითა და საშუალებებით მომსახურებასა და სარგებლობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.
მუხლი 4. კანონმდებლობა ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში
1. ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
ამ კანონის მიზანია:
ა) უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემებით, სატრანსპორტო ქსელებითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებასა და სარგებლობაზე ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მოძრაობის უსაფრთხოება და სატრანსპორტო უშიშროება;
ბ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) დააკისროს ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების კოორდინაცია და გაათავისუფლოს იგი მარეგულირებელი და ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციების შესრულებისაგან;
გ) საჯაროობისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპების საფუძველზე განსაზღვროს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობის რეგულირების ძირითადი პრინციპები სატრანსპორტო სისტემაში მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირებისა და მომხმარებლებისათვის და ამ მიზნით შექმნას საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების ერთიანი მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძველი „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობისა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარება;
ე) ხელი შეუწყოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას სატრანსპორტო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 3. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 4. საქართველოს კანონმდებლობა ტრანსპორტის სფეროში
1. ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს კანონი ვრცელდება:
ა) ტრანსპორტის სფეროში მონაწილე ყველა სუბიექტზე;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ყველა სატრანსპორტო საშუალებაზე;
გ) სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს სატრანსპორტო საშუალებებზე, თუ ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ“ საქართველოს კანონით.
4. ეს კანონი არ ვრცელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ და „საგზაო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ და სხვა დანიშნულების მილსადენებზე და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ნახშირწყალბადების ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
3. (ამოღებულია).
4. ეს კანონი არ ვრცელდება „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ და „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონებით მოწესრიგებულ ურთიერთობებზე, ნახშირწყალბადების ტრანსპორტირებისა და ტრანზიტისათვის განკუთვნილ და სხვა დანიშნულების მილსადენებსა და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე. ნახშირწყალბადების ტრანსპორტირების, მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების საკითხები წესრიგდება საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. საქართველოს ტერიტორიის გავლით ნახშირწყალბადების ტრანზიტი და მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №841– სსმI, №42, 31.12.2004წ., მუხ.219
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობას არეგულირებენ სატრანსპორტო ადმინისტრაციები, კერძოდ, საავტომობილო ტრანსპორტში – საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, სარკინიგზო ტრანსპორტში – სარკინიგზო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, საზღვაო ტრანსპორტში – საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაცია, ხოლო საჰაერო ტრანსპორტში – სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.
1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა სამინისტრო.
2. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში საქმიანობას არეგულირებს კომისია. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად.
3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ტრანსპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ფუნქციებია:
ა) ადგილობრივი გადაზიდვების რეგულირება;
ა) ადგილობრივი გადაყვანა/გადაზიდვის რეგულირება;
ბ) სატრანსპორტო სისტემის მონაწილე ფიზიკური და იურიდიული პირების ხელშეწყობა სატრანსპორტო მომსახურების ბაზრის განვითარებაში;
გ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.
მუხლი 6. სამინისტრო. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
1. სამინისტრო არის აღმასრულებელი ხელისუფლების სამთავრობო დაწესებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონით, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სამინისტროს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავებას და კანონით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას.
2. სამინისტროს ძირითადი ფუნქციები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითა და სამინისტროს დებულებით. სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია:
ა) სატრანსპორტო სისტემის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიის, პრიორიტეტისა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება, აგრეთვე ამ პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა და კონტროლი;
ბ) ტრანსპორტის დარგების რაციონალური განვითარების, ქვეყნის მოსახლეობისა და ეკონომიკის ინტერესების შესაბამისად „ტრასეკასა“ და საინფორმაციო დერეფნების მაქსიმალური ამოქმედებისა და მაღალი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა;
გ) ტრანსპორტის სფეროში სამართლებრივი ბაზის შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა, დარგების ეკონომიკური მდგომარეობისა და საბიუჯეტო შენატანების მონიტორინგი;
დ) სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
ე) საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ეკონომიკური რეფორმების განხორციელება, შესაბამის უწყებებთან ერთად ინსტიტუციური მშენებლობის, კომერციალიზაციის, რესტრუქტურიზაციისა და პრივატიზაციის პროცესების ოპტიმალურად წარმართვისა და ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობა;
ვ) ტრანსპორტის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
ზ) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინფორმაციული და ინტერნეტტექნოლოგიების, გეოპოზიციური და ინტელექტუალური სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
თ) ტრანსპორტის სფეროში გარემოს დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სატრანსპორტო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს ეკოლოგიური ასპექტის მაქსიმალურად გათვალისწინება;
ი) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის სახელმწიფო სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება;
კ) სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის დამტკიცება;
ლ) ადმინისტრაციების საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამინისტრო არ ახორციელებს მარეგულირებელ და ოპერატიულ-სამეურნეო ფუნქციებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს საწარმოები ვალდებულნი არიან 7 დღის ვადაში მიაწოდონ სამინისტროს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები.
მუხლი 7. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის პრინციპები
ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა ხორციელდება შემდეგი პრინციპების საფუძველზე:
ა) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თანასწორუფლებიანობა;
ბ) მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) საკონკურენციო გარემოს შექმნა;
დ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის გამოცდილების გამოყენება, აგრეთვე ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვა და ეფექტიანად გამოყენება;
ე) უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) ტექნიკური ნორმების შესაბამისი მომსახურების სფეროს გაფართოება და მომსახურების ხარისხის ამაღლება;
ზ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა დემოკრატიულობის, საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 6. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება
1. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარმართავს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
3. სამინისტრო ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს.
4. სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კანონით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით და სამინისტროს დებულებით.
5. ტრანსპორტის სფეროში სამინისტროს ფუნქციებია:
ა) სამართლებრივი ბაზის შექმნისა და განვითარების ხელშეწყობა;
ბ) სატრანსპორტო სისტემის განვითარების მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი სტრატეგიის, პრიორიტეტებისა და მათზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავება;
გ) სატრანსპორტო სისტემის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით მოკლე-, საშუალო- და გრძელვადიანი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა;
დ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა;
ე) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურაში ინფორმაციული და ინტელექტუალური სისტემების დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) გარემოს დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა, სატრანსპორტო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების დროს ეკოლოგიური ასპექტების მაქსიმალურად გათვალისწინება;
ზ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის სახელმწიფო სატრანსპორტო სტრატეგიის შემუშავება;
თ) სატრანსპორტო სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიის შემუშავება.
6. სამინისტრო არ ასრულებს მარეგულირებელ და ოპერატიულსამეურნეო ფუნქციებს.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე სატრანსპორტო საწარმოები ვალდებული არიან 7 დღის ვადაში მიაწოდონ სამინისტროს სტატისტიკურ სამუშაოთა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სტატისტიკური მონაცემები.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 7. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განხორციელების პრინციპები
ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განხორციელების პრინციპებია:
ა) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფა;
ბ) მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა დემოკრატიულობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპების შესაბამისად;
გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა თანასწორუფლებიანობა;
დ) მონოპოლიური საქმიანობის დაუშვებლობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ე) თავისუფალი კონკურენციის განვითარება;
ვ) სატრანსპორტო საწარმოს, სატრანსპორტო საშუალებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უზრუნველმყოფი პირების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის/კვალიფიკაციის დადასტურების უზრუნველყოფა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ეკოლოგიური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
თ) საერთაშორისო სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 8. საერთაშორისო თანამშრომლობა🔗
1. ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებში ტრანსპორტის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს წარმოადგენენ სამინისტრო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო ადმინისტრაციები.
2. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
3. სხვა სახელმწიფოთა სატრანსპორტო ადმინისტრაციებთან და ტრანსპორტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას სამინისტრო და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი სატრანსპორტო ადმინისტრაციები იცავენ საქართველოს ინტერესებს.
თავი III. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები
მუხლი 9. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოთა სტატუსი და ფუნქციები
1. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები –საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციები (შემდგომში – ადმინისტრაცია) არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. კონკრეტული ადმინისტრაციის უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.
2. ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები და ეს კანონი.
3. ადმინისტრაცია იქმნება ამ კანონის შესაბამისად. მის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
4. ადმინისტრაციის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება და სამინისტროს მიერ დამტკიცების შემდეგ მათი რეგულირება;
ბ) საკონკურენციო გარემოს შექმნის ხელშეწყობა;
გ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის ნებართვების პირობებისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
დ) ტრანსპორტის სფეროში „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისი ნორმების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ვ) ტრანსპორტის სფეროში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების დამზადებისა და მიწოდების ორგანიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
თ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა;
ი) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
კ) სატრანსპორტო სისტემისა და საშუალებების რეგისტრაცია.
5. სატრანსპორტო საწარმო ადმინისტრაციას უხდის სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი დგინდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით. საფასური უნდა იყოს მართლზომიერი და არადისკრიმინაციული.
მუხლი 10. ადმინისტრაციის თავმჯდომარე
1. ადმინისტრაციას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 11. ადმინისტრაციის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობანი
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარე ამ კანონისა და ადმინისტრაციის დებულების ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად.
2. თავმჯდომარეს უფლება აქვს თავისი არყოფნის შემთხვევაში ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს თავის მოადგილეს.
3. თავმჯდომარე ერთპიროვნულად უძღვება ადმინისტრაციის საქმიანობას, არის მისი წარმომადგენელი და პერსონალურად აგებს პასუხს ადმინისტრაციის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.
4. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე.
მუხლი 12. ადმინისტრაციის თავმჯდომარე და აპარატის თანამშრომლები
1. ადმინისტრაციას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. მხოლოდ ადმინისტრაციის თავმჯდომარეს აქვს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს აპარატის თანამშრომლები.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების შრომით ურთიერთობებზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმები.
3. ადმინისტრაციის თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელი პირებისა და აპარატის თანამშრომლების თანამდებობაზე დანიშვნისა და კომპეტენციის საკითხები განისაზღვრება ადმინისტრაციის დებულებით.
4. ადმინისტრაციის თავმჯდომარესა და აპარატის თანამშრომლებს უფლება აქვთ მათი განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრონ სასამართლოში.
მუხლი 13. ადმინისტრაციის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი
ადმინისტრაციის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტია გადაწყვეტილება.
მუხლი 14. ადმინისტრაციის ბიუჯეტი
1. ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველი წლის 1 სექტემბრისთვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ადმინისტრაციის ყველა შემოსავალი და ხარჯი, მათ შორის, ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი.
2. ადმინისტრაციის ბიუჯეტის წყაროებია:
ა) სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
3. სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ადმინისტრაცია ამ თანხას განკარგავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაცია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს წლიური ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებს.
5. ადმინისტრაციის ბიუჯეტს შესაბამის დასაბუთებასთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით.
6. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის საქმიანობისათვის საჭირო თანხას გაიღებს ადმინისტრაცია.
7. ადმინისტრაციის შემოსავლის 20%-მდე ირიცხება სამინისტროს ანგარიშზე, სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.
მუხლი 15. ადმინისტრაციის ანგარიში
ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის.
1. ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
2. საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგების საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წარმოადგენენ საქართველოს მთავრობა/სამინისტრო და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში კომისია.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
თავი III. საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 9. კომისიის სტატუსი და ძირითადი ფუნქციები
1. კომისია არის ამ კანონის და „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა სახელმწიფო უწყებას.
2. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, კომისიის დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.
3. კომისიის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
4. ტრანსპორტის სფეროში კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში (შემდგომში – რეგულირებადი დარგები) სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, მათ შორის, რეგულირებადი დარგების ფუნქციონირებისა და განვითარების სამთავრობო პროგრამებით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების ზედამხედველობა;
ბ) რეგულირებად დარგებში საქმიანობისა და შესაბამისობის შეფასების/დადასტურების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემა, მათი მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა და ამ მოთხოვნების დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
გ) მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფის მუდმივი ზედამხედველობა;
დ) სატრანსპორტო შემთხვევის (კატასტროფის, ინციდენტისა და სხვა) გამოკვლევა, გამომწვევი მიზეზების დადგენა, შემდგომში მისი თავიდან აცილების პრევენციული ღონისძიებების შემუშავება და ამ ღონისძიებების გატარების ზედამხედველობა;
ე) რეგულირებად დარგებში ლიცენზიების/ნებართვების გაცემა, გაცემაზე უარის თქმა, გაუქმება;
ვ) სატრანსპორტო საწარმოებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესაბამისობის შეფასება/დადასტურება – სერტიფიცირება (მოწმობების გაცემა/აღიარება) საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებში სატრანსპორტო საშუალებების მართვის უზრუნველმყოფი პირებისათვის მოწმობების გაცემა/აღიარება;
თ) სატრანსპორტო სისტემებისა და სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო ან/და საუწყებო რეგისტრაცია;
ი) რეგულირებად დარგებში მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნათა განსაზღვრა;
კ) სატრანსპორტო ბაზრის მარკეტინგული კვლევა;
ლ) კონკურენტული გარემოს შექმნის, აგრეთვე სატრანზიტო გადაზიდვების მოზიდვის ხელშეწყობა;
მ) საერთაშორისო სატრანსპორტო ორგანიზაციებსა და ევრო-სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ნ) სატრანსპორტო სისტემითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურებაზე ტარიფების დამტკიცება/რეგულირება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) სატრანსპორტო გადაყვანა-გადაზიდვაზე და სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოებაზე მომხმარებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ხელშეწყობა, მათი ინტერესების დაცვა;
პ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა რეგულირების სფეროში დასაქმებულ საწარმოებს, აგრეთვე საწარმოსა (საწარმოებსა) და მომხმარებელს შორის;
რ) საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ და „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის სავალდებულო მოთხოვნების დადგენა, ამ მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი;
ს) რეგულირების საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ტ) სატრანსპორტო სისტემებით მომსახურებისა და მუშაობის წესების განსაზღვრა;
უ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმებისა და დოკუმენტების ბლანკების დამზადების/მიწოდების ორგანიზება;
ფ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
5. სატრანსპორტო საწარმო ვალდებულია კომისიას მიაწოდოს თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია. ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდების წესი განისაზღვრება კომისიის დადგენილებით.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 16. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაცია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მისი საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობას.
2. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.
3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ადმინისტრაციის თავმჯდომარის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
თავი IV. ტრანსპორტის სფეროში სანებართვო და სასერტიფიკაციო საქმიანობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
მუხლი 17. ტრანსპორტის სფეროში სანებართვო საქმიანობის ორგანიზება
1. ტრანსპორტის სფეროში ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ნებართვის საფუძველზე.
2. ნებართვის გაცემის წესი და პირობები, აგრეთვე სანებართვო საქმიანობის სახეები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
3. ტრანსპორტის სფეროში სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 18. ტრანსპორტის სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირება
1. ტრანსპორტის სფეროში პროდუქცია და მომსახურება სერტიფიცირებული უნდა იყოს.
2. ტრანსპორტის სფეროში პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიცირება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 91. კომისიის რეგულირების სფერო
1. კომისიის მარეგულირებელი ფუნქცია და ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო/სამდინარო და საჰაერო ტრანსპორტის დარგებზე.
2. კომისიის რეგულირების სფეროს განეკუთვნება:
ა) მგზავრთა გადაყვანა, ტვირთის, ბარგის, ხელბარგის, ფოსტის გადაზიდვა, სპეციალური სატრანსპორტო სამუშაოების წარმოება;
ბ) სატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოება/უშიშროება;
გ) სატრანსპორტო საწარმო, სატრანსპორტო საშუალება, სატრანსპორტო პროცესის უზრუნველმყოფი ხელოვნური სატრანსპორტო ნაგებობა;
დ) სატრანსპორტო ქსელი;
ე) იმ სპეციალისტების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო უშიშროების უზრუნველყოფასთან;
ვ) სპეციალიზებული სატრანსპორტო-სასწავლო პროგრამები (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან კოორდინაციით);
ზ) ტარიფის დამტკიცება და რეგულირება.
3. სარკინიგზო ტრანსპორტის დარგზე ვრცელდება მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 10. კომისიის დამოუკიდებლობა
1. კომისია, კომისიის წევრი და კომისიის აპარატის თანამშრომელი საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას დამოუკიდებელი არიან და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს. მათ საქმიანობაზე უკანონო ზემოქმედება და ამ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია, ხოლო ასეთი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
2. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს უკანონო ზემოქმედებისა და საქმიანობაში ჩარევის თავიდან აცილების ან აღკვეთის, აგრეთვე ამგვარი ზემოქმედებისა და ჩარევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
3. მხოლოდ კომისიაა უფლებამოსილი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩიოს, დანიშნოს და გაათავისუფლოს კომისიის აპარატის თანამშრომლები.
4. კომისიის აპარატის თანამშრომლის ქმედება შეიძლება გასაჩივრდეს კომისიაში 30 დღის ვადაში ან სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ხოლო კომისიის გადაწყვეტილება – მხოლოდ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 11. კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა საჯაროა. კომისიის ყველა დადგენილება, გადაწყვეტილება, ბრძანება ხელმისაწვდომია საჯარო განხილვისათვის, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად კომისია უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
3. ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვის მიზნით კომისია უფლებამოსილია გამართოს დახურული სხდომა. კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე მიღებული დადგენილება და გადაწყვეტილება უნდა გამოქვეყნდეს საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის ამოღების შემდეგ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.
4. კომისიის სხდომა ტარდება არანაკლებ თვეში ერთხელ. რიგგარეშე სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის არანაკლებ 2 წევრისა.
5. კომისია ვალდებულია 3 სამუშაო დღით ადრე გამოაქვეყნოს ინფორმაცია მომავალი სხდომის, მისი ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე ინფორმაცია სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე.
6. გადაუდებელი აუცილებლობისას კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაუცველად. ამ შემთხვევაში კომისია ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოს ინფორმაცია სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე, ხოლო სხდომის დახურულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას – აგრეთვე ინფორმაცია სხდომის დახურულად გამოცხადების თაობაზე.
7. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა ხმების უმრავლესობით.
8. გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ კომისიის წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 12. კომისიის სამართლებრივი აქტები
1. კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს (გამოსცემს) სამართლებრივ აქტებს. კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.
2. კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტია კომისიის დადგენილება, რომელიც მიიღება ამ კანონის, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
3. კომისიის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს კანონმდებლობით კომისიისათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ისეთ საკითხებზე, რომლებიც თავისი შინაარსით არანორმატიული ხასიათისაა, კომისიისათვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, აგრეთვე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც შეიცავს ქცევის ზოგად წესს პირთა განსაზღვრული წრისათვის.
5. კომისიის თავმჯდომარე კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებზე გამოსცემს ბრძანებებს, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს.
6. კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება კომისიის სხდომაზე.
7. კომისიის სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 13. კომისიის შემადგენლობა. კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება. კომისიის წევრის და აპარატის თანამშრომლის ინტერესთა კონფლიქტი
1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი.
3. პირი არ შეიძლება დაინიშნოს კომისიის წევრად ზედიზედ 2 ვადაზე მეტი ხნით.
4. კომისიის წევრად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, ამ კანონით დადგენილი ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და გამოცდილება.
5. საქართველოს პრეზიდენტი კომისიის ერთ-ერთ წევრს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ უფლებამოსილია ვადის გასვლამდე დარჩეს კომისიის წევრად. თავმჯდომარე უფლებამოსილია, თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.
6. კომისიის თავმჯდომარე წარმართავს კომისიის სხდომებს, პასუხისმგებელია კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას საპროცედურო წესების დაცვასა და მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებაზე, აგრეთვე კომისიის აპარატის მართვაზე.
7. კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება, თუ:
ა) იგი ნებაყოფლობით გადადგა;
ბ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შეზღუდვას ან თავისუფლების ვადიან ან უვადო აღკვეთას;
გ) სასამართლო მას აღიარებს ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად;
დ) დაარღვია ინტერესთა კონფლიქტის ამ კანონით დადგენილი ნორმები;
ე) მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ვ) იგი ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს კომისიის წევრის უფლებამოსილებას;
ზ) იგი გარდაიცვალა.
8. კომისიის წევრის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
9. კომისიის წევრს ინტერესთა კონფლიქტი აქვს, თუ იმავდროულად:
ა) იგი არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) იგი არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) იგი ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) იგი ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) იგი არის იმ ორგანიზაციის თანამდებობის პირი, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) მას აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.
10. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
11. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
12. კომისიის აპარატის თანამშრომელი, დამხმარე მოსამსახურის გარდა, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 14. კომისიის ფინანსური დამოუკიდებლობა. კომისიის ბიუჯეტი
1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 1 დეკემბრისათვის მოამზადოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის ყველა ხარჯი და შემოსავალი. კომისია ვალდებულია გამოაქვეყნოს თავისი ბიუჯეტი.
2. კომისიის ბიუჯეტს ქმნის „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასური და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების სხვა წყაროები.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 15. მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
1. ტრანსპორტის სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. კომისიაში საქმიანობას ახორციელებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 16. კომისიის ანგარიში
1. კომისია ვალდებულია ყოველი წლის 31 მარტისათვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში.
2. კომისია საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს.
3. კომისია ვალდებულია უზრუნველყოს საქმიანობის ანგარიშის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობა.
4. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები, მათ შორის, დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც ინიშნება „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კომისიის ფინანსური საქმიანობის შემოწმებამ არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
თავი IV. რეგულირებად დარგებში სალიცენზიო/სანებართვო, სასერტიფიკაციო საქმიანობა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 17. რეგულირებად დარგებში სალიცენზიო/სანებართვო საქმიანობის ორგანიზება
1. რეგულირებად დარგებში ფიზიკური ან იურიდიული პირის საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხორციელდება ამ საქმიანობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ლიცენზიის/ნებართვის საფუძველზე.
2. რეგულირებად დარგებში ლიცენზიის/ნებართვის გაცემასთან, გაცემაზე უარის თქმასა და გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 18. რეგულირებად დარგებში სერტიფიცირება (შესაბამისობის შეფასება/დადასტურება)
რეგულირებად დარგებში საქმიანობის განმახორციელებელი სატრანსპორტო საწარმოს ან/და მის მიერ მიწოდებული პროდუქციის/მომსახურების სერტიფიცირება ხორციელდება „პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 19. სატრანსპორტო საქმიანობის განხორციელებისას გარემოს დაცვისა და სატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
1. საქართველოში საექსპლუატაციოდ დაიშვებიან ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც აკმაყოფილებენ გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ, კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. ტრანსპორტის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რომელიც გამორიცხავს გარემოზე სატრანსპორტო საშუალების მავნე ზემოქმედების ნორმების გადამეტებას, და უზრუნველყოს მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, აგრეთვე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა.
3. სატრანსპორტო საშუალებები და ტრანსპორტის მუშაობის უზრუნველმყოფი ტექნიკური საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტით დადგენილ უსაფრთხოების მოთხოვნებს, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტით.
4. პირებს, რომლებიც უშუალოდ უზრუნველყოფენ ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებას, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროფესიული მომზადების დამადასტურებული დოკუმენტი.
5. სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო ადმინისტრაციების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. რეგულირებად დარგებში სატრანსპორტო საქმიანობის უსაფრთხოების/უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობას ახორციელებს კომისია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევის გამო საძებნ-სამაშველო სამუშაოებისა და შესაბამისი საინსპექციო მოკვლევის განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების დაფინანსების წესი, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა მფლობელებისა და მესაკუთრეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 20. მომსახურების ხარისხი და მომხმარებელთა უფლებების დაცვა
1. მომხმარებელს აქვს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების სახის არჩევის უფლება.
2. მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო და ეროვნულ ტექნიკურ ნორმებს.
3. აკრძალულია მომსახურების გაწევა იმ სატრანსპორტო სისტემით ან საშუალებით, რომლის შესაბამისობა დაწესებულ მოთხოვნებთან სერტიფიკატით არ არის დადასტურებული.
მუხლი 20. მომსახურების ხარისხი
1. მომხმარებელს აქვს სატრანსპორტო სისტემითა და სატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების სახეობის არჩევის უფლება.
2. ტრანსპორტის სფეროში მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო ან/და ეროვნულ სტანდარტებს.
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 21. პასუხისმგებლობა ტრანსპორტის სფეროში კანონმდებლობის დარღვევისათვის
ტრანსპორტის სფეროში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ამ კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VI. ტარიფები
მუხლი 22. ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები
1. ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფები:
ა) იცავს მომხმარებელს მონოპოლიური ფასებისაგან;
ბ) მოიცავს მომსახურებისათვის საჭირო, ეკონომიკურად გამართლებულ ყველა დანახარჯს, მათ შორის, ექსპლუატაციის, მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების ხარჯებს, საბრუნავი კაპიტალის სახით აღებული სესხების ძირითადი ნაწილისა და პროცენტის გადასახადებს, სატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიურ საფასურს. ამასთან, ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს კაპიტალდაბანდებების ამონაგების ოდენობას, რომელიც საკმარისია სატრანსპორტო საწარმოს რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის ინვესტიციების მოსაზიდად.
2. სატარიფო პოლიტიკის პრინციპები და ამოცანებია:
ა) ხელი შეუწყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით საზოგადოების ყველა ფენის ეფექტიან მომსახურებას და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების სახეების განვითარებას;
ბ) სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების პროცესში უზრუნველყოს რეგიონის, ქვეყნის ცალკეული რეგიონების განსხვავებული მახასიათებლების გათვალისწინება;
გ) სათანადო პირობები შექმნას სამეწარმეო გარემოსა და ჯანსაღი კონკურენციის განვითარების, ხარისხიანი მომსახურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისათვის;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ე) უზრუნველყოს, რომ სატარიფო სისტემა იყოს მარტივი და გასაგები;
ვ) არ დაუშვას მომხმარებელთა რომელიმე კატეგორიის სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სატრანსპორტო საწარმოთა ან მომხმარებელთა სხვა კატეგორიის ხარჯზე.
3. მომსახურების სახეების მიხედვით სხვადასხვა ტარიფის შემუშავება შეიძლება პიკური სიდიდის, საშუალო სიდიდის, საერთო მოხმარების სეზონურობის, მოხმარების სადღეღამისო ცვლილებების, მომსახურების ტიპის ან ანალოგიური პარამეტრების მიხედვით. ადმინისტრაციას შეუძლია გამოიყენოს უახლესი სატარიფო მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებს მოგების ინდექსაციას, ფასთა ინდექსაციას და სხვა ფაქტორებს, თუ იგი მიიჩნევს, რომ ასეთი მეთოდოლოგიების გამოყენება შეესაბამება სატრანსპორტო საწარმოსა და მომხმარებლის ინტერესებს.
მუხლი 23. ადმინისტრაციისა და სამინისტროს უფლებამოსილება ტარიფების შემუშავებასა და დამტკიცებაში
1. ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურების ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგია და პროცედურა მტკიცდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით.
2. ადმინისტრაცია ტარიფების შემუშავების მეთოდოლოგიისა და პროცედურის შესაბამისად ტრანსპორტის სფეროში სატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებისათვის შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზღვრულ ან ფიქსირებულ ტარიფებს, თუ:
ა) მომსახურების კონკრეტულ სახეზე ტარიფი ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ადმინისტრაცია დაასაბუთებს, რომ მომსახურების კონკრეტულ სახეზე გარკვეულ პერიოდში შექმნილია არაკონკურენტუნარიანი გარემო.
3. ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ტარიფი მტკიცდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით.
4. ტარიფების შემუშავებისა და დამტკიცების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, აგრეთვე ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები.
5. სატრანსპორტო საწარმოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციას წარუდგინონ ინფორმაცია ზღვრული ტარიფის ფარგლებში მათ მიერ შემოღებულ მომსახურების ტარიფზე, სათანადო გაანგარიშებით, ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმების მეშვეობით.
მუხლი 22. (ამოღებულია)
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 23. კომისიის უფლებამოსილება ტარიფების დამტკიცებასა და რეგულირებაში
1. კომისია უფლებამოსილია დაამტკიცოს და არეგულიროს სატრანსპორტო სისტემითა და სატრან-სპორტო საშუალებებით მომსახურებაზე ტარიფები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ტარიფების დამტკიცებისა და რეგულირების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება, აგრეთვე ტრანსპორტის სფეროში სატარიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და ამოცანები.
3. კომისია საზღვაო ტრანსპორტის დარგში სანავ-სადგურო ტარიფების დამტკიცებასა და რეგულირებას ახორციელებს მომსახურების შემდეგ სახეებზე:
ა) ნაოსნობის მართვის;
ბ) შუქურის;
გ) სალოცმანო გაცილების.
4. ტარიფის დამტკიცებისა და რეგულირების ზოგადი პრინციპები განისაზღვრება კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
თავი VI1. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
მუხლი 231. (ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ კანონის მე-14 მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული თანხის აკუმულირების მიზნით უზრუნველყოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთვის ანგარიშის გახსნა სახაზინო სამსახურში.
4. დაევალოთ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს, 2005 წლის 1 იანვრამდე მოამზადონ კანონპროექტი „რეგულირების საფასურის შესახებ“.
41. კომისიამ 2006 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისობაში მოიყვანოს სამართლებრივი ბაზა.
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329– სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
მუხლი 25. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2001 წლის 20 ივლისი.
№1012-რს
2001 წლის 20 ივლისი
№1012-რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება №2/1/187-188 – სსმ IV, №3, 20.01.2003 წ., გვ.2
2. საქართველოს 2003 წლის 14 აგვისტოს კანონი №2947– სსმI, №27, 10.09.2003წ., მუხ.196
3. საქართველოს 2003 წლის 5 დეკემბრის კანონი №3145– სსმI, №32, 22.12.2003წ., მუხ.236
4. საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №275– სსმI, №20, 16.07.2004წ., მუხ.99
5. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №841– სსმI, №42, 31.12.2004წ., მუხ.219
6. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3177– სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.122
7. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329– სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.21
8. ძალადაკარგულია – საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4593– სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.97