თავი VIII — მონიტორინგი, ზედამხედველობა და ხარისხის სტანდარტები
1. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას ან/და სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს , სააგენტოში გაასაჩივროს აღიარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ
გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან
1 თვის ვადაში.
2. სააგენტო წერილობითი საჩივრის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს გონივრულ გადაწყვეტილებას. სააგენტოს მიერ საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, სარჩელით (განცხადებით) მიმართოს სასამართლოს სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
3. მეზღვაურს უფლება აქვს , გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მიმართო ს სააგენტოს. მეზღვაურს ასევე უფლება აქვს,სააგენტოს წარუდგინოს საჩივარი გამოცდის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღი ს ვადაში . სააგენტო საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილება
მთავარი მონაცემები
ვადა1 თვის ვადაში
ვადა20 სამუშაო დღის ვადაში
ვადა5 სამუშაო დღის ვადაში
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (23.12.2011).
წინა რედაქცია (09.01.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. გასაჩივრება 1. საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას ან/და სამედიცინო დაწესებულებას უფლება აქვს , სააგენტოში გაასაჩივროს აღიარების მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერების, ჩამორთმევის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 2. სააგენტო წერილობითი საჩივრის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს გონივრულ გადაწყვეტილებას. სააგენტოს მიერ საჩივრის მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფის შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს, სარჩელით (განცხადებით) მიმართოს სასამართლოს სააგენტოს წერილობითი გადაწყვეტილების მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში. 3. მეზღვაურს უფლება აქვს , გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით მიმართო ს სააგენტოს. მეზღვაურს ასევე უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს საჩივარი გამოცდის ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღი ს ვადაში . სააგენტო საჩივრის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.
საქართველოს კანონი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“, მუხლი 64, №5595-რს, 23.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 430060000.05.001.016584 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1556226/muxli-64/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია