1. მეზღვაურ
ზე
2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასაბუთებას მის მიერ ისეთი დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის გასაცემად

მოითხოვება კონვენციის მიხედვით.

2. თუ იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონის ან ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი, ან/და იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2017 წლამდე მიიღო საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ სათანადო პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.“;

3. პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის/მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:

ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;

ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.

4. (ამოღებულია - 12.11.2025, №1060).

5. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2022 წლის 1 სექტემბრისთვის მიღებული ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, სწავლობდა საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებაში შესაბამისი საზღვაო განათლების მისაღებად ან ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე  საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შესაბამისი საზღვაო განათლება, მას უფლება აქვს, საქართველოში მიიღოს/განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

საქართველოს 2015 წლის 11
დეკემბრის კანონი
№4623
- ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1060 – ვებგვერდი, 17.11.2025