1.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −

საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ

ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში
უზრუნველყოს
:

ა) კომპეტენციისა და კვალიფიკაციის სერტიფიკატ
ებ
ის მიღებისა
და მათი განახლებისათვის
საჭირო გამოცდების შინაარსის, ხანგრძლივობისა და
ფორმის, ასევე
შეფასების კრიტერიუმ
ებ
ის განსაზღვრა
;

ბ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790)
;

გ) (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

2.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −

საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან
1
წლის ვადაში უზრუნველყოს
სხვა
ქვეყნის მეზღვაურებისათვის, რომლებსაც სურთ
, საქართველოში მიიღონ დადასტურების სერტიფიკატი, საქართველოს საზღვაო კანონმდებლობის ცოდნის მოცულობის განსაზღვრა.

3.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −

საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონით განსაზღვრული ყველა სხვა კანონქვემდებარე აქტის
პროექტის
მომზადება ან/და დამტკიცება.

4.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −

საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ უზრუნველყოს 2010 წლამდე გაცემული, ამ კანონის 25-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული სერტიფიკატებისა და
სტანდარტების STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან

შედარება და
, საჭიროების შემთხვევაში,შეუსაბამოს

ისინი

STCW-ის კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებს
.

5.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −

საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო უფლებამოსილია დაამტკიცოს კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მოთხოვნები და შესაბამისი სერტიფიკატების გაცემის წესი

იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში.

6.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა −

საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, რათა 2017 წლის 1 იანვრიდან,საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი იყოს
ინფორმაცია გაცემული სერტიფიკატების შესახებ.

7. (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).

8. 2022 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ უზრუნველყოს მოწვეულ ექსპერტთა შერჩევისა და საქმიანობის წესისა და მათი ანაზღაურების პირობების დამტკიცება.

9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა:

ა) 2026 წლის 1 მაისამდე დაამტკიცოს „სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესი“;

ბ)  2026 წლის 1 ივნისამდე STCW-ის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაამტკიცოს გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესები იმ პირებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი არასაზღვაო პროფილით ელექტროინჟინერიის დარგში, ელექტრონიკის დარგში ან მომიჯნავე დარგში.

საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1060 – ვებგვერდი, 17.11.2025