„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1060-IVმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
430060000.05.001.102856
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/11/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

მუხლი 1. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.05.001.016584) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 68-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონის ან ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი, ან/და იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2017 წლამდე მიიღო საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ სათანადო პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 69-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა:

ა) 2026 წლის 1 მაისამდე დაამტკიცოს „სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელის მიერ ჩადენილი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევის წესი“;

ბ)  2026 წლის 1 ივნისამდე STCW-ის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად დაამტკიცოს გემის ელექტროტექნიკოსის სერტიფიცირებისა და შესაბამისი გადამზადების პროგრამის აღიარების წესები იმ პირებისთვის, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი ან პროფესიული განათლების დიპლომი არასაზღვაო პროფილით ელექტროინჟინერიის დარგში, ელექტრონიკის დარგში ან მომიჯნავე დარგში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

12 ნოემბერი 2025 წ.

N1060-IVმს-XIმპ