სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის 5 იანვარი
ქ. გურჯაანი
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად,
1. შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;
ბ) თ ი თოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარის ოდენობით.
3. მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე, მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
4. ძალადაკარგულად იქნ ე ს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.
5. მე-2 მუხლის „დ” , „ე” და „ვ” პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2012 წლის 5 იანვარი
ქ. გურჯაანი
სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად,
1. შემოღებულ იქნეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;
ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15 %;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1000 ლარის ოდენობით.
3. მოსაკრებლის გადამხდელი, მოსაკრებლის ობიექტები, მოსაკრებლის ანგარიშგება და გადახდის წესი, აგრეთვე, მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება და პასუხისმგებლობის წესი განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.
4. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2009 წლის 31 მარტის №19 დადგენილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ” ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.
5. მე-2 მუხლის „დ” , „ე” და „ვ” პუნქტების მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 3 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
6. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. იაგანაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“?
- „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ მიღებულია 05.01.2012. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.166.016047.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 11.07.2024-დან.
- სად არის „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სათამაშო ბიზნესზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №2, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016047 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1557391/