1. საიზოლაციო სამუშაოები მოწყობილობებსა და კონსტრუქციებზე წინამდებარე წესების მოთხოვნების გარდა უნდა სრულდებოდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სტანდარტების: გოსტ 12.3.016-87 „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. მშენებლობა. ანტიკოროზიული სამუშაოები. უსაფრთხოების მოთხოვნები“, გოსტ 12.3.038-85 „შრომის უსაფრთხოების სტანდარების სისტემა. მშენებლობა. მოწყობილობებისა და მილსადენების თბური იზოლაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მოთხოვნები“, და გოსტ 12.3.040-86 „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. მშენებლობა. გადახურვისა და ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მოთხოვნები“ მიხედვით, ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №45 დადგენილებით აღიარებული ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების შესაბამისად.
2. გამოყენებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს და გამოყენებული უნდა იქნეს ინსტრუქციების შესაბამისად.
3. მილსადენებზე, აპარატებსა და დახურულ შენობებში, სადაც შესაძლებელია მავნე ნივთიერებების, ხანძარ და აფეთქებასაშიში ორთქლისა და აეროზოლის გამოყოფა, საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, ასევე გადასატანი ხელის სანათი ხელსაწყოები 12ვ ძაბვაზე აფეთქებაუსაფრთხო შესრულებით
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 10. საიზოლაციო სამუშაოები
თავი III — მოთხოვნები უსაფრთხოებაზე ცალკეული სახეობის სამუშაოების შესრულებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები
- მუხლი 4. ზოგადი მოთხოვნები პერსონალის მიმართ
- მუხლი 5. ტერიტორია, აკვატორია, შენობები და სამუშაო ადგილები
- მუხლი 6. მოწყობილობათა მომსახურება
- მუხლი 7. მოწყობილობათა დეფექტოსკოპია
- მუხლი 8. სამუშაოები მიწისქვეშა ნაგებობებში, რეზერვუარებში, შურფებში და მილსადენებში. გაზსაშიში სამუშაოები
- მუხლი 11. ზედაპირების გაწმენდა და სამღებრო სამუშაოები
- მუხლი 12. უსაფრთხოების ზომები წყლის გადასასვლელებზე გადასვლისას და მასალების ტრანსპორტირებისას
- მუხლი 13. ტივტივა ნაგებობების მომსახურება
- მუხლი 14. ყინულის გადასასვლელები. გადაადგილება ყინულზე და მასზე მუშაობა
- მუხლი 15. სამუშაოები ნაგებობების ნაგვისაგან გაწმენდისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-10/