1. საიზოლაციო სამუშაოები მოწყობილობებსა და კონსტრუქციებზე წინამდებარე წესების მოთხოვნების გარდა უნდა სრულდებოდეს სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სტანდარტების: გოსტ 12.3.016-87 „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. მშენებლობა. ანტიკოროზიული სამუშაოები. უსაფრთხოების მოთხოვნები“, გოსტ 12.3.038-85 „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. მშენებლობა. მოწყობილობებისა და მილსადენების თბური იზოლაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მოთხოვნები“, და გოსტ 12.3.040-86 „შრომის უსაფრთხოების სტანდარტების სისტემა. მშენებლობა. გადახურვისა და ჰიდროიზოლაციის სამუშაოები. უსაფრთხოების მოთხოვნები“ მიხედვით, ან „საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების აღიარებისა და მოქმედების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 24 თებერვლის №45 დადგენილებით აღიარებული ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი და საქართველოს სავაჭრო ძირითადი პარტნიორი ქვეყნების ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების შესაბამისად.

2. გამოყენებული მასალები უნდა შეესაბამებოდეს ტექნიკურ მოთხოვნებს და გამოყენებული უნდა იქნეს ინსტრუქციების შესაბამისად.

3. მილსადენებზე, აპარატებსა და დახურულ შენობებში, სადაც შესაძლებელია მავნე ნივთიერებების, ხანძარ და აფეთქებასაშიში ორთქლისა და აეროზოლის გამოყოფა, საიზოლაციო სამუშაოების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მომდენ-გამწოვი ვენტილაცია, ასევე გადასატანი ხელის სანათი ხელსაწყოები 12 ვ ძაბვაზე აფეთქებაუსაფრთხო შესრულები