1. მეტალოკონსტრუქციებისა და მოწყობილობების ზედაპირები ძველი საღებავებისაგან და ჟანგისაგან უნდა გაიწმინდოს უსაფრთხო მეთოდითა და საშუალებებით.

2. საღებავებს, ემალებს, ლაქებს, გამხსნელებს, განმაზავებლებს და გამმყარებლებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისობის სერტიფიკატები. ჭურჭელი, რომელშიც ინახება ლაქსაღებავები, გამხსნელები, განმაზავებლები უნდა ჰქონდეთ ეტიკეტები ან საჭდეები მათი ზუსტი დასახელებითა და აღნიშვნებით, ხოლო ტყვიის ან სხვა განსაკუთრებით მაღალი საფრთხის შემცველი მასალების არსებობის შემთხვევაში – მითითება ამის შესახებ.

3. გამოყენებული საღებავების შემადგენლობისა და შენობის მოცულობის მიხედვით, შეღებვითი სამუშაოები უნდა შესრულდეს ინდივიდუალური საშუალებებით (აერწინაღებით, რესპირატორებით, სკაფანდრებით, დამცავი სათვალეებით, სპეციალური სახელოებითა და ხელთათმანებით და სხვა, ასევე სპეციალური პასტებითა და საცხებით).

4. შენობის შიგნით და დახურულ რეზერვუარებში მავნე ნივთიერებების გამოყოფით შეღებვითი სამუშაოების წარმოება უნდა შესრულდეს მომდენ-გამწოვი ვენტილაციის პირობებში, რომელიც უზრუნველყოფს მავნე ნივთიერებების კონცენტრაციის შენარჩუნებას დასაშვებ ზღვრებში.

თავი IV

წყლის მეურნეობის მომსახურე