1. მიწისქვეშა ნაგებობებში და რეზერვუარებში მუშაობა აკრძალულია, თუ მასში წყლის დონე ძირიდან აღემატება 200 მმ-ს და ტემპერატურა 45 0c-ს. აკრძალულია სამუშაოების შესრულება ორთქლით შევსებულ მიწისქვეშა ნაგებობებში ან სარდაფებში მასში ჰაერის ტემპერატურის სიდიდის მიუხედავად.
2. გაზსაშიში სამუშაოების შესრულების დროს ასევე დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) გადასატან სანათებად გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ აფეთქებაუსაფრთხო არა უმეტეს 12 ვ ძაბვის სანათები. აკრძალულია სანათების ჩართვა და გამორთვა გაზსაშიშ ადგილებში, ასევე ღია ცეცხლის გამოყენება განათებისათვის;
ბ) გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი ხელსაწყოები და სამარჯვები, რომლებიც გამორიცხავენ ნაპერწკლის წარმოქმნა