1. იმ პერსონალს, რომელიც ახორციელებს ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციას, შეკეთებას, დაკავებულია მათი გაწყობით და გამოცდით, უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა.
2. პერსონალი, რომელიც ემსახურება ავტომატიკის, გაზომვებისა და დაცვების მოწყობილობების ელექტრულ ნაწილს, უნდა ხელმძღვანელობდეს წინამდებარე წესებითა და ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესებით.
3. პერსონალმა, რომელიც დაშვებულია სამუშაოდ შენობაში, სადაც გამოიყენება წვადი, ტოქსიკური და ფეთქებასაშიში მასალები, უნდა იცოდეს ამ მასალების თვისებები და მათთან მოპყრობის და უსაფრთხოების ზომები.
4. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს სპეცტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით იმგვარად, რომ სპეცტანსაცმელი არ უნდა ქმნიდეს მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს.
5. საწარმოს ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა უნდა შეიმუშაოს სპეცტანსაცმლის სავალდებულობისა და უსაფრთხო გამოყენების ინსტრუქცია სხვადასხვა საშიში სამუშაოების შესაბამისად და უზრუნველყოს პერსონალის მიერ მათი ცოდნა.
უსაფრთხოების საერთო წესე