1. უსაფრთხოების წესები ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას (შემდგომში – წესები) მოიცავს უსაფრთხოების მოთხოვნებს სამუშაოთა შესრულებისას მოქმედი და სარეკონსტრუქციო ელექტროსადგურების ჰიდრომექანიკური მოწყობილობების, სადაწნეო მილსადენების, ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობილობების ექსპლუატაციის, შეკეთების, გაწყობის და გამოცდის დროს.

2. ყველა საწარმო უფლებამოსილია აწარმოოს შესაბამისი საქმიანობა ისეთი უსაფრთხოების სისტემის გამოყენებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ წესებ