1. წინამდებარე წესები სავალდებულოა იმ პირთათვის, რომლებიც დაკავებული არიან მოქმედი და სარეკონსტრუქციო ენერგოობიექტების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების პროექტირებით, მშენებლობით, ექსპლუატაციით, რეკონსტრუქციით, შეკეთებით, გაწყობითა და გამოცდით.
2. ენერგომომმარაგებელი საწარმოების (შემდგომში – საწარმოები) ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების პროექტირება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია, შეკეთება და ექსპლუატაციის ორგანიზაცია, ტერიტორია და აკვატორია, სადაც განლაგებულია ისინი, ასევე ძირითადი და დამხმარე მოწყობილობა, მექანიზაციისა და ავტომატიზაციის საშუალებები უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სამშენებლო ნორმებს და წესებს.
3. ელექტრომოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ელექტროდანადგართა მოწყობის შესაბამის წესებს, ხოლო მათი ექსპლუატაცია უნდა განხორციელდეს ელექტროსადგურებისა და ქსელების ექსპლუატაციის შესაბამისი წესების მოთხოვნების მიხედვით.
4. საწარმოების ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მუშა-მოსამსახურეთათვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციები.
5. ენერგომომმარაგებელი საწარმოების პასუხისმგებელმა პირებმა უნდა უზრუნველყონ შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა, ადგილობრივი გარემო პირობების გათვალისწინებით.
6. მუშაობის დროს ტვირთამწე მანქანებისა და მექანიზმების, სამარჯვების, ხელსაწყოებისა და დამცავი საშუალებების გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტების მოთხოვნებს, მათ მიმართ ტექნიკურ მოთხოვნებს და ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციებ