1. აკრძალულია გაუმართავი დანადგარების ექსპლუატაცია ან მათი ექსპლუატაცია გაუმართავი ავარიული გამორთვის მოწყობილობით, ასევე მოწყობილობების ექსპლუატაცია გაუმართავი სიგნალიზაციით, ბლოკირებისა და დაცვის მოწყობილობებით, რომლებიც შეიძლება გახდნენ უბედური შემთხვევის ან ადამიანთა ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი.

2. საწარმოო მოწყობილობათა მბრუნავი ნაწილები, რომლებთანაც შეიძლება შეხება მოუწიოთ მომსახურე პერსონალს, აღჭურვილი უნდა იყოს დაცვის მექანიკური საშუალებებითა და შემოღობვებით. აუცილებლობის შემთხვევაში ისინი ბლოკირებული უნდა იყოს მანქანებისა და მექანიზმების ამძრავებთან (შემოღობვის მოხსნის და კარებისა და ხუფების გაღების შემთხვევაში).

3. მოწყობილობათა სარემონტო სამუშაოები, ასევე სამუშაოები, რომლებიც დაკავშირებულია მის დემონტაჟთან და მონტაჟთან, უნდა შესრულდეს სამუშაოთა წარმოების პროექტით ან ტექნოლოგიური დოკუმენტაციით (ტექნოლოგიური რუკებით და ინსტრუქციებით), რომელიც შეიცავს უსაფრთხოების კონკრეტულ მოთხოვნებს სამუშაოს მომზადებისა და მისი შესრულების პროცესში.

4. სარემონტო სამუშაოების წარმოებისას, ტექნოლოგიური მოწყობილობებით, დეტალების გარეცხვისა და გაუცხიმოვნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ხანძარუსაფრთხო სარეცხი საშუალებები.

5. გარეცხვისა და გაუცხიმოვნების დაწყებამდე, ტევადობებში და მათ შიგნით ანტიკოროზიული სამუშაოების დაწყებამდე, განათებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს უსაფრთხო ძაბვის ან სხვა შესაბამისი აფეთქებაუსაფრთხო შესრულების სანათი ხელსაწყოები. დაუშვებელია ტევადობებში ადამიანებისათვის განკუთვნილი საძრომელებიდან კაბელების (სადენების) გატარება ან სხვა მასალების მიწოდება.

6. მოწყობილობათა მომსახურებისას ადგილებში, სადაც არ არის მოწყობილი სტაციონარული განათება, გამოყენებული უნდა იქნეს გადასატანი (ხელის) ელექტროსანათები.

7. ხელით გადასატანი სანათი ხელსაწყოები უნდა იკვებებოდეს არაუმეტეს 42ვ ძაბვის ქსელიდან. იმ ადგილებში, სადაც მომატებულია ტენიანობა, მტვრიანობა, მეტალის დამიწებულ ზედაპირებთან შეხების შესაძლებლობა და შექმნილია ელექტროდენით დაზიანების გაზრდილი საფრთხეები, სანათი მოწყობილობები უნდა იკვებებოდეს არაუმეტეს 12 ვ ძაბვის ქსელისაგან.

თავი III

მოთხოვნები უსაფრთხოებაზე ცალკეული სახეობის სამუშაოების შესრულების