1. მომსახურებისათვის სახიფათო ადგილები უნდა იყოს შემოღობილი და აღჭურვილი უსაფრთხოების პლაკატებითა და სიგნალიზაციით.

2. წყალსაცავებზე უსაფრთხოების გამაფრთხილებელი ნიშნები და წარწერები უნდა განთავსდეს პროექტით განსაზღვრული აკრძალული ზონის ფარგლებში. აკრძალული ზონის საზღვრებზე დაყენებული უნდა იქნეს პლაკატები ან ტაბლო წარწერით „აკრძალული ზონა“. გათვალისწინებული უნდა იქნეს სრული განათება და ავტომატიზებული ხმოვანი სიგნალიზაცია.

დერივაციული ჰიდროელექტროსადგურის ზედა ბიეფის ყველა უბანი ცურვისათვის ითვლება აკრძალულ ზონად.

3. გამდინარე (წყლის ნაკადზე) წყალზე მუშაობისას მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების ზომები, რომლებიც გამორიცხავს ხალხის წყალში გადავარდნას. აუცილებლობის შემთხვევაში, ღამის საათებში მუშაობისას მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოების დამატებითი ზომებ