1. წყლის დონის მომატების შესახებ კაშხლის ქვემოთ განთავსებული მოსახლეობის გაფრთხილების მიზნით წყალსაცავის დაცლის ვადა უნდა შეთანხმდეს  ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან. ჰიდროტექნიკური კვანძების დასახლებული პუნქტების ფარგლებში განთავსებისას საკეტების გაღებამდე მიცემული უნდა იქნეს ხმოვანი სიგნალი.

2. წყალსაცავის შევსების გრაფიკი და წყლის დონის შესაძლო მაქსიმალური მნიშვნელობა უნდა ეცნობოს ზემოთ განლაგებული დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციას.

3. ნაგებობების სათავე კვანძიდან წყლის ავარიული გაშვებისას აუცილებელია წინასწარ მიღებულ იქნეს ზომები მოსახლეობის და მომსახურე პერსონალის უსაფრთხოებისა და ქონების დასაცავა