1. ზამთრის პერიოდში არხის გასწვრივ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ კიდიდან უსაფრთხო მანძილის დაცვით.

2. არხებში, გვირაბებში და სწრაფდენებში თოშის საცობების გაწმენდა უნდა წარმოებდეს ინსტრუქციების შესაბამისად.

3. სამომსახურეო ხიდები, კიბეები და ფიცარნაგები, ასევე ადგილები, სადაც პერსონალი გადაადგილდება, უნდა იყოს მოწყობილი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.

4. კაშხლის საკეტებზე ყინულის შემოტეხვისას ან წყალსაგდებების, გადამშვები არხების, სიღრმული წყალსაგდებების ხვრეტების კედლების გაწმენდა ყინულისაგან უნდა განხორციელდეს დამცავი საშუალებების გამოყენებით. ხარაჩოების, ფიცარნაგებისა და კალათების ნაფენები უნდა გაიწმინდოს თოვლისაგან და ყინულისაგან.

5. ცხელი წყლის გამოყენებით დანაყინების მოცილებისას აუცილებელია მიღებულ იქნეს უსაფრთხოების ზომები პერსონალის ტრავმირების თავიდან ასაცილებლა