1. წყლის დონის აწევითა და დაცლით წყალსაცავის პერიოდულად გაწმენდისას, ნატანის სიმკვრივის ხარისხის მიუხედავად, დაუშვებელია ნატანის კიდესთან საშიშ მანძილზე მიახლოება.

2. წყალსაცავის გაწმენდისას წყლის დონის დაწევისა და დანალექი ნატანის გაშიშვლებისას მასზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მყარად მოწყობილ ფიცარნაგებზე. თუ დანალექები არასაკმარისად მკვრივია, მასზე გადაადგილებისას გამოყენებული უნდა იქნეს დამზღვევი ბაგირები.

3. აუზებიდან და წყალსაცავებიდან ნატანების მოცილება ჰიდრომექანიზაციის საშუალებით დასაშვებია მხოლოდ სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტის არსებობისას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოთა წარმოების მიმდევრობა და აუცილებელი საშუალებები მისი უსაფრთხოდ შესრულებისათვის.

4. წყალსაცავის ნატანისაგან გაწმენდა მიწის ჭურვებისა და ჰიდრომონიტორების გამოყენებით უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების დაცვით.

ჰიდრომონიტორის სამუშაო ზონა, ჭავლის მოქმედების ერთნახევარი სიშორის ფარგლებში, ასევე გრუნტის შესაძლო ჩამონგრევის საზღვარი უნდა იყოს შემოღობილი გამაფრთხილებელი ნიშნებით (პლაკატებით