1. წყლის დონის აწევითა და დაცლით წყალსაცავის პერიოდულად გაწმენდისას, ნატანის სიმკვრივის ხარისხის მიუხედავად, დაუშვებელია ნატანის კიდესთან საშიშ მანძილზე მიახლოება.
2. წყალსაცავის გაწმენდისას წყლის დონის დაწევისა და დანალექი ნატანის გაშიშვლებისას მასზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მყარად მოწყობილ ფიცარნაგებზე. თუ დანალექები არასაკმარისად მკვრივია, მასზე გადაადგილებისას გამოყენებული უნდა იქნეს დამზღვევი ბაგირები.
3. აუზებიდან და წყალსაცავებიდან ნატანების მოცილება ჰიდრომექანიზაციის საშუალებით დასაშვებია მხოლოდ სამუშაოთა წარმოების ორგანიზაციის პროექტის არსებობისას, რომელშიც გათვალისწინებული უნდა იყოს სამუშაოთა წარმოების მიმდევრობა და აუცილებელი საშუალებები მისი უსაფრთხოდ შესრულებისათვის.
4. წყალსაცავის ნატანისაგან გაწმენდა მიწის ჭურვებისა და ჰიდრომონიტორების გამოყენებით უნდა მოხდეს უსაფრთხოების წესების დაცვით.
ჰიდრონომიტორის სამუშაო ზონა, ჭავლის მოქმედების ერთნახევარი სიშორის ფარგლებში, ასევე გრუნტის შესაძლო ჩამონგრევის საზღვარი უნდა იყოს შემოღობილი გამაფრთხილებელი ნიშნებით (პლაკატებით)
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 18. წყალსაცავის გაწმენდა ნატანისაგან
თავი IV — წყლის მეურნეობის მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. უსაფრთხოების ზომები წყლის გადასასვლელებზე გადასვლისას და მასალების ტრანსპორტირებისას
- მუხლი 13. ტივტივა ნაგებობების მომსახურება
- მუხლი 14. ყინულის გადასასვლელები. გადაადგილება ყინულზე და მასზე მუშაობა
- მუხლი 15. სამუშაოები ნაგებობების ნაგვისაგან გაწმენდისათვის
- მუხლი 16. წყალმოვარდნის გაშვება ნაგებობიდან
- მუხლი 17. წყალსაცავისა და ბიეფის დაცლა და ავსება
- მუხლი 19. გაზომვითი სამუშაოები
- მუხლი 20. უსაფრთხოების ზომები ჰიდრონაგებობების მომსახურებისას
- მუხლი 21. უსაფრთხოების ზომები ზამთრის პერიოდში
- მუხლი 22. მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების მომსახურება
- მუხლი 23. სამყვინთაო სამუშაოები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 18, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-18/