1. ბურჯებისა და სამომსახურეო ხიდების მოაჯირებზე, მათი შიდა მხრიდან, ადვილად მისაწვდომ ადგილებში კაკვებზე დაკიდებული უნდა იქნეს ბარჯები ან თოკები და სხვა საშუალებები, წყლის ზედაპირამდე მანძილის მიხედვით და სამაშველო რგოლები.
2. დაუშვებელია პერსონალის ახლო მანძილზე ყოფნა სიფონის ღია ლიუკთან ან ურდულთან მისი მუშაობის დროს.
3. კაშხალზე წყალგაშვების სამუშაოების შესრულებისას მომუშავეები აღჭურვილნი უნდა იყვნენ დამცავი საშუალებებით (სამაშველო ჟილეტებით, თოკებით და ა.შ.) და სპეცტანსაცმლით.
4. სამუშაოები კაშხლის ვერტიკალური წახნაგების, რაბების კამერების, ჩამკეტების, სარემონტო ღობურების, ასევე ხიდურა გადასასვლელების მეტალოკონსტრუქციების მალური ნაგებობების, ამწე მანქანების ქვეშ საყრდენი კონსტრუქციების და ა.შ. შეკეთებისათვის, რომლებიც განლაგებულია სიმაღლეზე, უნდა წარმოებდეს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით.
5. არხის ქანობის გასწვრივ გამავალი საერთო დანიშნულების სასიარულო გზა უნდა იყოს შემოღობილი.
6. ზედა და ქვედა ბიეფების მხარეს, მიწის ნაგებობების ბეტონის ფერდობების სიახლოვეს, წყლის დონის ცვალებადობის ზონაში, უნდა იყოს გამაფრთხილებელი წარწერები ბეტონის სრიალა ზედაპირზე ხალხის ყოფნის საშიშროების შესახებ.
7. არხის, გვირაბის, დიუკერის, აკვედუკის ან აუზის შევსება უნდა წარმოებდეს სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
8. დერივაციის დაცლისას ან ავსებისას, გვირაბების, დიუკერებისა და აკვედუკების შესასვლელებთან მოწყობილი უნდა იქნეს ნაგებობებში შესასვლელი ჩამკეტების მდგომარეობაზე სადამკვირვებლო პოსტები.
9. უდაწნეო გვირაბების პონტონებით შეკეთებისას ის მყარად უნდა იყოს დამაგრებული და ჰქონდეს მოაჯირებიანი შემოღობვა. სამუშაოები უნდა იწარმოოს მომუშავეთათვის გვირაბში წყლის დონის უსაფრთხო ცვალებადობის და სამაშველო საშუალებათა არსებობის შემთხვევაში.
10. დაცლილი გამთანაბრებელი რეზერვუარის დათვალიერება და შეკეთება უნდა იწარმოოს წრიული საკიდი ხარაჩოებიდან და კალათებიდან, დამცავი ქამრებისა და დამზღვევი ბაგირების გამოყენებით.
11. ჰიდრონაგებობებისა და ბიეფების ნაპირების ვიზუალური და ინსტრუმენტული დაკვირვება ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით უნდა შესრულდეს შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად.
12. გეოდეზიური სამუშაოები უნდა იწარმოოს გეოდეზიურ-ტოპოგრაფიული სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების ტექნიკის შესაბამისად.
13. ელექტრული ველის მოქმედების ზონაში განთავსებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების მომსახურებისას დაცული უნდა იქნეს უსაფრთხოების დაცვის დარგობრივი ნორმები ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 20. უსაფრთხოების ზომები ჰიდრონაგებობების მომსახურებისას
თავი V — ჰიდრონაგებობების მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 14. ყინულის გადასასვლელები. გადაადგილება ყინულზე და მასზე მუშაობა
- მუხლი 15. სამუშაოები ნაგებობების ნაგვისაგან გაწმენდისათვის
- მუხლი 16. წყალმოვარდნის გაშვება ნაგებობიდან
- მუხლი 17. წყალსაცავისა და ბიეფის დაცლა და ავსება
- მუხლი 18. წყალსაცავის გაწმენდა ნატანისაგან
- მუხლი 19. გაზომვითი სამუშაოები
- მუხლი 21. უსაფრთხოების ზომები ზამთრის პერიოდში
- მუხლი 22. მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების მომსახურება
- მუხლი 23. სამყვინთაო სამუშაოები
- მუხლი 24. მიწის ჯებირებისა და კაშხლების შეკეთება
- მუხლი 25. ჰიდროაგრეგატები და დამხმარე მოწყობილობები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-20/