1. სამყვინთაო სამუშაოები ორგანიზაციებში უნდა შესრულდეს სამყვინთაო სამუშაოებზე შრომის უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შესაბამისად.
2. სამყვინთაო სამუშაოებზე დაიშვებიან პირები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია.
3. ჰიდროტექნიკურ ნაგებობებთან სახიფათო ზონების საზღვრები, რომლის ფარგლებშიც სამყვინთაო სამუშაოები უნდა შესრულდეს წინამდებარე წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მოყვანილია ცხრილში.
სახიფათო ზონების საზღვრები
ნაგებობა
დაშორება ნაგებობიდან მ, ბიეფებისათვის
ზედა
ქვედა
რაბები, კარების ხაზიდან
200
100
სატუმბი სადგურები, წყალმიმღები გისოსებიდან
100
100
ჰიდროსადგურები, წყლის მიღების ან გაშვების ხაზიდან
300
200
კაშხლები, კაშხლების ტანიდან
300
200
წყალსაგდებები და წყალსაშვებები, ღობურების გისოსებიდან
50
30
გადამღობი და ავარიული კარები, კარების ხაზიდან
40
40
4. სამყვინთაო ჩაშვებებისას ჰაერის უარყოფითი ტემპერატურების დროს (00c-ზე ქვემოთ), აუცილებელია მიღებულ იქნეს სამყვინთაო აღჭურვილობის ჰაერგამანაწილებელი ფარების, შლანგების, შლანგური შეერთებების, სასუნთქი ავტომატების რედუქტორების, მოწამვლისაგან დაცვის და სასუნთქი სარქველების გაყინვის საწინააღმდეგო ზომები