1. ზამთრის პერიოდში არხის გასწვრივ გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ კიდიდან უსაფრთხო მანძილის დაცვით.
2. არხებში, გვირაბებში და სწრაფდენებში თოშის საცობების გაწმენდა უნდა წარმოებდეს ინსტრუქციების შესაბამისად.
3. სამომსახურეო ხიდები, კიბეები და ფიცარნაგები, ასევე ადგილები, სადაც პერსონალი გადაადგილდება, უნდა იყოს მოწყობილი უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად.
4. კაშხლის საკეტებზე ყინულის შემოტეხვისას, ან წყალსაგდებების, გადამშვები არხების, სიღრმული წყალსაგდებების ხვრეტების კედლების გაწმენდა ყინულისაგან უნდა განხორციელდეს დამცავი საშუალებების გამოყენებით. ხარაჩოების, ფიცარნაგებისა და კალათების ნაფენები უნდა გაიწმინდოს თოვლისაგან და ყინულისაგან.
5. ცხელი წყლის გამოყენებით დანაყინების მოცილებისას აუცილებელია მიღებულ იქნეს უსაფრთხოების ზომები პერსონალის ტრავმირების თავიდან ასაცილებლად
ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 05.01.2012
მუხლი 21. უსაფრთხოების ზომები ზამთრის პერიოდში
თავი V — ჰიდრონაგებობების მომსახურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. სამუშაოები ნაგებობების ნაგვისაგან გაწმენდისათვის
- მუხლი 16. წყალმოვარდნის გაშვება ნაგებობიდან
- მუხლი 17. წყალსაცავისა და ბიეფის დაცლა და ავსება
- მუხლი 18. წყალსაცავის გაწმენდა ნატანისაგან
- მუხლი 19. გაზომვითი სამუშაოები
- მუხლი 20. უსაფრთხოების ზომები ჰიდრონაგებობების მომსახურებისას
- მუხლი 22. მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურების მომსახურება
- მუხლი 23. სამყვინთაო სამუშაოები
- მუხლი 24. მიწის ჯებირებისა და კაშხლების შეკეთება
- მუხლი 25. ჰიდროაგრეგატები და დამხმარე მოწყობილობები
- მუხლი 26. სადაწნეო მილსადენები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ენერგომომმარაგებელი საწარმოების ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ჰიდრომექანიკური მოწყობილობების მომსახურებისას უსაფრთხოების ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №09, 05.01.2012, სარეგისტრაციო კოდი 300280020.22.025.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1560229/muxli-21/